მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფინანსთა სამინისტრო დარჩება და გახდება მეტად მეგობრული ბიზნესისადმი და არა ბიზნესმენებისადმი"

56811f6231b5f
BM.GE
28.12.15 15:35
1500
"ფინანსთა სამინისტრო დარჩება და გახდება უფრო მეტად მეგობრული ბიზნესისადმი, მაგრამ აქვე დავაზუსტებ - ბიზნესისადმი და არა ბიზნესმენებისადმი“, - აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დონარ ხადურმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ბიზნესი ტერორისგან განთავისუფლებულია, სამინისტრო კი ბიზნესის სიმარტივის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას აპირებს.

"ამ წუთის მდგომარეობით 2015 წლის საქართველოს სახელწიფო ბიუჯეტი შესრულებულია შემოსავლების ნაწილში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სამინისტროს და მთავრობის დამსახურებაა, რომ ბიზნესი განთავისუფლდა ხელისუფლებისა და საგადასახადო ინსტიტუტების ტერორისგან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ბიუჯეტი შეიძლება შეივსოს ძალადობის გარეშე.

ფინანსთა სამინისტრო დარჩება და გახდება უფრო მეტად მეგობრული ბიზნესისადმი, მაგრამ აქვე დავაზუსტებ - ბიზნესისადმი და არა ბიზნესმენებისადმი. ჩვენ მხარს დავუჭერთ ბაზარს, მეგობრულები ვიქნებით და ბიზნესის სიმარტივის კუთხით შემოვიტანთ საკანონმდებლო ცვლილებებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.