მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფინანსთა მინისტრისა და მისი მოადგილეების შრომის ანაზღაურება 2012 წლის 9 თვესთან შედარებით, თითქმის განახევრებულია"

566ac6f02f9e9
BM.GE
11.12.15 16:49
1350
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების ფონდი 61,9 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც ორი ძირითადი მიზეზით არის გამოწვეული. რაც შეეხება, სამინისტროში შრომის ანაზღაურებას, მინისტრის თქმით, ის 2012 წლის 9 თვესთან შედარებით, თითქმის განახევრებულია.
 
"საჯარო სამართლის იურიდიული პირი "საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო" ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან ფინანსდებოდა. მომავალ წელს 43 მილიონი ლარით სააგენტო მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება. მომავალ წელს არჩევნებია და 20 მილიონით იზრდება საარჩევნო კომისიების შრომის ანაზღაურება, არსებული კანონმდბელობის შესაბამისად. სხვა უწყებებში შრომის ანაზღაურების ფონდი, ძირითადად, შენარჩუნებულია მიმდინარე დონეზე. არსად არ არის ხელფასების ზრდა. რამდენიმე უწყებაში, მაგალითად, ფინანსთა სამინისტროში ხელფასების მოცულობა შემცირებულია. რაც შეეხება თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურებასა და დანამატებს, რომლებზეც ბევრს საუბრობთ, მინისტრების ჯამური ანაზღაურება 2015 წლის ცხრა თვეში 2012 წლის ცხრა თვესთან შედარებით, 20%-ით არის შემცირებული. მინისტრის მოადგილეების შრომის ანაზღაურება - 2012 წლის ცხრა თვესთან შედარებით მიმდინარე წლის ცხრა თვეში შემცირებულია 10%-ით. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა მინისტრისა და მისი მოადგილეების შრომის ანაზღაურება 2012 წლის ცხრა თვესთან შედარებით 2015 წლის ცხრა თვეში შემცირებულია 40 %-ით, ანუ თითქმის განახევრებულია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.