16.აპრილი.2018 16:17
საფინანსო სექტორი

"ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არქონა ბანკების ბრალი არაა"

"ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არქონა ბანკების ბრალი არაა"
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი შაგიძის განცხადებით, სტარტაპების მიმართულებით, ფინანსთა მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ შაგიძემ ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროში ბანკირებსა და ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს შორის გამართული 1-საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დღეს ბანკირებს ფინანსთა მინისტრის მიერ ბანკების მისამართით გაკეთებული გარკვეულწილად კრიტიკული შეფასებების კომენტირება არ სურდათ.

გიორგი შაგიძემ მედიასთან ფინანსთა მინისტრის მიერ გაჟღერებული სასტარტო კაპიტალის რეფორმა შეაფასა.

„ის ინიციატივები, რაც ფინანსთა მინისტრმა გააჟღერა, განსაკუთრებით სტარტაპების მიმართულებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, მსოფლიო ბანკის რეპორტის მიხედვით, სესხის აღების შესაძლებლობაში ჩვენ ვართ 44-ე ადგილზე, ლიტვის წინ, მაგრამ კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ნაწილში ვართ 131 -ე ადგილზე. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ინიციატივები კიდევ უფრო გაადავილებს საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არქონა არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ბანკების ბრალი. როგორც გითხარით საუბარია იმაზე, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შედგება ბევრი კომპონენტისგან. ამდენად, ის ინიციატივა, რომელიც ფინანსთა მინისტრმა გააჟღერა, პოზიტიურია“, - განაცხადა შაგიძემ.
ავტორი: თელარა გელანტია



18.ივლისი.2018 15:00
337

"ფასიანი ქაღალდების ბაზარი მოსახლეობას კაზინო ჰგონია"

ვრცლად
18.ივლისი.2018 13:11
67

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

ვრცლად
18.ივლისი.2018 13:11
32

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

ვრცლად
18.ივლისი.2018 11:31
51

ივნისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 0.1%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 1.3%-ით გამყარდა

ვრცლად
17.ივლისი.2018 20:00
84

"თუ ჩვენი მოსაზრებები არ იქნება გათვალისწინებული, ნეგატიური შედეგები გარდაუვალია"

ვრცლად
16.ივლისი.2018 20:20
121

"კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ინტერესთა კონფლიქტზე ვერაფერს გეტყვით"

ვრცლად