მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენისთვის ემზადება

BM.GE
25.03.19 16:45
795
4 და 5 მაისს, თბილისს მასშტაბური ღონისძიება ელოდება. შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის ballroom სივრცე უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვას „არეა ექსპო 2019“ უმასპინძლებს. ეს არის ღონისძიება, სადაც დეველოპერები საქართველოს მასშტაბით ერთ სივრცეში მოიყრიან თავს და ადგილზევე უზრუნველყოფენ პროექტების წარდგენა-გაყიდვას. „არეა ექსპო” წელს მეორედ იმართება და ისევე როგორც შარშან, 2019-შიც 100 მდე დეველოპერი წარსდგება მომხმარებლის წინაშე. დაინტერესებული პირებისთვისიც, ვისაც სურს, თბილისის ნებისმიერ წერტშილში, ეს იქნება მთაწმმინდა, საბურთალო, გლდანი თუ ვარკეთილი უძრავი ქონების შეძენა, დეველოპერები 2 დღით შერატონში გელოდებიან და მიმიდნარე თუ დასრულებულ პროექტზებს განსაკუთრებული პირობებით გთავაზობენ.