07.აპრილი.2016 15:24
ეკონომიკა

"ფასისა და სერვისის შესაბამისობა მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ ტურისტები არ დავკარგოთ"

"ფასისა და სერვისის შესაბამისობა მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ ტურისტები არ დავკარგოთ"
ეკონომიკის მინისტრი ტურისტულ სექტორს, ფასებთან მიმართებაში, სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. როგორც დღეს მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავრობა ტურისტების რაოდენობის მატებას ელოდება. მინისტრი აღნიშნავს, რომ ფასის და სერვისის შესაბამისობა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ქვეყანამ ტურისტები არ დაკარგოს.

"შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით მეტ შემოსავალს ველოდებით ტურიზმიდან. 2015 წელს ტურიზმმა დააგენერირა მილიარდ ცხრას ოცდათხუთმეტი მილიონი დოლარი, რაც 2014 წელთან შედარებით 148 მილიონი დოლარით მეტია. მე მინდა ტურიზმის სექტორს მოვუწოდო, რომ ძალიან ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში, რადგან მეზობლად გვყავს არაერთი კონკურენტი ქვეყანა. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ფასისა და სერვისის შესაბამისობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ტურისტები.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე არაერთ ავიაკომპანიასთან, რომ რაც შეიძლება მეტი სტუმარი შემოვიყვანოთ და რაც შეიძლება იაფი ღირდეს ბილეთი. მოგეხსენებათ, რომ ძალიან აქტიურად მიდის სამუშაოები თბილისის აეროპორტში, ივნისის თვეში უკვე გვექნება განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ხოლო მანამდე, მთელი ამ პერიოდის მანძილზე, საკმაოდ დაძაბული გრაფიკია აეროპორტში, რადგან საღამოს რვა საათიდან დილის ათ საათამდე ვიღებთ სტუმრებს. გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ისეთ პროექტებს, როგორიც არის Check in Georgia, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



20.ნოემბერი.2018 09:50
29

საერთშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში კონკურენციის შეზღუდვის რისკებს ვერ ხედავს

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 09:00
49

როგორ უნდა გაიზარდოს ეკონომიკა საქართველოში - IMF-ის რეკომენდაციები

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 23:58
896

პრემიერი საპენსიო სესხებზეც ახალ ინიციატივას აანონსებს

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 21:00
127

"1.5 მილიარდი ლარი, შეიძლებოდა უკეთეს ინიციატივას მოხმარებოდა"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 19:20
90

რძის, ხორცისა და კვერცხის წარმოება იზრდება

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 19:00
100

ნიკოლოზ გაგუა: ბოლო წლებში, ასობით სახელმწიფო საწარმოს ოპტიმიზაცია განხორციელდა

ვრცლად