მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპულ ქვეყანას ვერც 5 და ვერც 7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით ვერ დავეწევით"

565d6246c62e5
BM.GE
01.12.15 12:55
2327
"საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობას დღეს ეკონომიკური განვითარების გეგმა არ აქვს. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, სახელმწიფო გეგმა "2020", 6-7 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე იყო გათვლილი, 3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით კი, როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ქვეყანა ვერც ერთ ევროპულ ქვეყანას ვერ დაეწევა.  

"მე ვერ ვიტყვი, რომ 3 პროცენტიანი ზრდა დამაიმედებელია. ევროპულ ქვეყანას ვერც 5 და ვერც 7 პროცენტიანი ზრდით ვერ დავეწევით. რამდენი წლის შემდეგ დავეწევით ჩვენ დავუშვათ, ბულგარეთის დღევანდელ მდგომარეობას? 

რომ ყოფილიყო 5 პროცენტიანი ზრდა, ჩვენ 7-8 წლის შემდეგ, მივაღწევდით ბელორუსიის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის ან რუმინეთის დღევანდელ მდგომარეობას. 3 პროცენტიანი ზრდის შემთხვევაში, რაიმე შედარება ყველაზე დაბალგანვითარებული ჩვენი შესადარი ქვეყნების მონაცემებთან, არასერიოზულია, არ ვგულისხმობ ევროპულ ქვეყნებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ, გადაცემა "ბიზნესკონტაქტში". 

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2015 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა.