31.მარტი.2016 15:14
ბიზნესი

"ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა და თავისუფალი გადაადგილება ერთი განზომილების ორი კომპონენტია"

"ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა და თავისუფალი გადაადგილება ერთი განზომილების ორი კომპონენტია"
DCFTA-ი და ვიზალიბერალიზაცია - "ბიზნესკონტაქტთან" ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე საუბრობს.

- ბატონო ზვიად, ექსპორტის დინამიკას თუ შევხედავთ ევროკავშირთან, როგორ ფიქრობთ ეს მონაცემები დამაიმედებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, როდის მივიღეთ DCFTA?

- თუ ჩვენ შევხედავთ იმ დღიდან, როდესაც გაიხსნა საქართველოსთვის თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ანუ DCFTA, რეალურად ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა 15 პროცენტია. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ბაზარი, ევროპული პარტნიორები საერთო ვაჭრობის დაახლოებით 30 პროცენტს შეადგენენ, საერთო ვაჭრობის წილი ევროპაზე მოდის. ასე, რომ ეს ასეთ მოკლე პერიოდში საკმაოდ შთამბეჭდავია. თუმცა, მე ყოველთვის აღვნიშნავ და ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს პროცესი საკმაოდ რთული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო პროცესია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ბიზნეს წრეებისთვის, ვინაიდან ევროპა ყველაზე სტაბილური, გარანტირებული და დაცული ბაზარია.

- თქვენ მუდმივად აკვირდებით პროცესებს, ახალი პროდუქტები თუ არის რომლებმაც ევროკავშირის ბაზარი იპოვეს?

- ჩვენი წევრი რამდენიმე კომპანია, ევროპის ბაზარზე საკმაოდ წარმატებულად ვაჭრობს. მაგალითად ეს არის კომპანია "ვანრიკი", რომელიც მოცვით ვაჭრობს, ასევე კომპანია "ნერგეტა", რომელიც ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა, რომელმაც გერმანიაში Lidl-ის სავაჭრო ქსელში თავისი ადგილი იპოვა და იქ ქართული კივი იყიდება. არა მხოლოდ ეს, არის ერთი ათეული კომპანია, რომელიც საკმაოდ წარმატებულად ახორციელებს ვაჭრობას ევროკავშირის ბაზარზე.

- როგორ ფიქრობთ, გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ევროპის ბაზარზე სხვა პროდუქტებიც გავიტანოთ, რომლებიც მაგალითად, სოფლის მეურნეობის დარგიდან არ იქნება?

- მე მაინც ასე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი წილი მაინც სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოვა. თუმცა, შესაძლებელია სხვა პროდუქტიც იყოს. მე ერთ ქვეყანის მაგალითს მოგიყვანთ, თუ რა დიდი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში ამ სავაჭრო დაახლოების შემდეგ. ეს იყო სლოვაკეთი, რომელიც მე პირდაპირ გეტყოდით ევროპული განვითარებული ქვეყნების ბანაკში მოწინავე ადგილზე არ იყო, მაგრამ შემდგომში წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, საკმაოდ სერიოზული ადგილი დაიკავა. სლოვაკეთი რაღაც განსაკუთრებული სავაჭრო მონაცემების ქვეყანა არ იყო. ასე, რომ პოტენციალი არის. ზუსტად ვერ გეტყვით, რომელი დარგი, სექტორი დაიკავებს ამ ნიშას, რომელი განვითარდება, მაგრამ რეალურად ამის პოტენციალი არის.

- თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალის ათვისებას ვიზალიბერალიზაცია თუ დაეხმარება?

- აუცილებლად, ეს განუყოფელი ნაწილია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის, ვინაიდან ვერ წარმომიდგენია, რომ ნებისმიერი პროდუქტი გადიოდეს ევროპაში და იმ პროდუქტის მწარმოებელი ბიზნესმენი ევროპაში თავისუფლად ვერ ჩადიოდეს. ეს პრაქტიკულად ერთი განზომილების ორი კომპონენტია - თავისუფალი ვაჭრობა და თავისუფალი გადაადგილება. რაც თვითონ ევროკავშირისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეს ბარიერი საერთოდ არ არსებობს და ამაზე აღარც არავინ საუბრობს. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე შესაბამისი და საჭირო ზომა, რომ თავისუფალი გადაადგილება ჩვენს ბიზნესმენებს შეეძლოთ და ევროპელ პარტნიორებთან თანაბარ პირობებში ჩადგნენ. მაგალითად, შარშან, როდესაც ბიზნეს ფორუმი ჩავატარეთ ჰააგაში, რამდენიმე კომპანიას ჩვენდა გასაკვირად, ვიზა არ მისცეს. როგორც მერე მივხვდით ეს იყო საბუთების შეტანის მოკლე ვადასთან დაკავშირებული საკითხი, მაგრამ ბიზნესმენს თავისუფალი გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეს. ეს ამ პროცესის ძალიან ფუნდამენტალური და მნიშვნელოვანი ასპექტია.

უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილური ვითარება. ეს გულისხმობს ყველა მიმართულებას: პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ვინაიდან ჩვენ ამ პროცესს ახლა ვიწყებთ, განსაკუთრებულიო პერიოდი გვაქვს, რადგან როგორც გითხარით, თვითონ პროცესი საკმაოდ რთულია. იმიტომ, რომ ყველა ის პროდუქტი, რომელიც ევროპულ ბაზარზე შევა სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. სტანდარტიზაცია კი ყველა ფაბრიკის, ქარხნის, შესაბამისი ბიზნეს კომპანიის ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას მოითხოვს და ვინაიდან ეს პროცესი საკმაოდ რთულია, სტაბილურ გარემოს საჭიროებს. თავისუფალი ვაჭრობის განვითარებისთვის ეს ერთმნიშვნელოვნად საჭიროა.

- დღეს საქართველოში არის ასეთი სტაბილური გარემო?

- თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შევხედავთ, ნამდვილად არ არის. თითოეული ის ფაქტი, რომელიც შეიძლება განსაკუთრებულ რყევებს არ იწვევდეს ბიზნესისთვის მაინც აისახება. დაწყებული ბოლო მოვლენებიდან და დამთავრებული ვთქვათ ნებისმიერი საკითხით, რომელიც თუნდაც არჩევნებთან არის დაკავშირებული.



11.დეკემბერი.2018 20:00
134

„ბადაგონი“: საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი ღვინო ჩვენ გავიტანეთ

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 18:59
167

გიორგი ქობულია: „ინვესტორებთან მუშაობა ცოტა სხვა დონეზე უნდა „ავწიოთ“

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 18:30
140

BP საქართველოს ტოპ ინვესტორია - რა პროექტი განახორციელა კომპანიამ 2018 წელს

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 17:23
1165

თოფაძის კომპანია „ყაზბეგი“, შესაძლოა გაიყიდოს

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 12:37
51

თაბორის ქედზე, გოლფის მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 12:34
1153

12 სადაზღვევო კომპანია "საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად" მთავრობას მიმართავს

ვრცლად