მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიბრალტარში პანდემია დასრულდა

BM.GE
02.04.21 09:46
338
გიბრალტარი გახდა ერთ-ერთ პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსზე ყველა სრულწლოვანი ადამიანი აიცრა. დღეს ადამიანები უკვე თავისუფლად გადაადგილდებიან, პირბადის გარეშე. არც სიცხეს იზომავენ ყველა დაწესებულებაში შესვლის დროს და იკრიბებიან რესტორნებში კაფე-ბარებში, აღნიშნავენ დაბადების დღეებს მასობრივად, მეგობრების გარემოცვაში და რაც ასევე მნიშვნელოვანია გეგმავენ შვებულებებს. აქ პანდემია დამარცხდა და ტერიტორიაზე ვირუსის შიშიც ნელნელა ქრება. როგორ გამოიყურება დღეს გიბრალტარი, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია, შიშის გარეშე შეუძლიათ და სადაც ერთწლიანი ჩაკეტილობის შედეგად თავისუფლებას ზეიმობენ.