23.მარტი.2016 11:02
საფინანსო სექტორი

"ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო სკანდალი" - ბიძინა ივანიშვილის ბანკირი პატიმრობაშია

"ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო სკანდალი" - ბიძინა ივანიშვილის ბანკირი პატიმრობაშია
დაკარგული მილიონების საიდუმლო - ამ სათაურით სტატიას ამჯერად handelsblatt.com-ი აქვეყნებს. გამოცემა Credit Suisse-ის კლიენტების თანხების დაკარგვას შვეიცარიის საბანკო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საინვესტიციო სკანდალს უწოდებს.
 
გამოცემა წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალი 103 მილიონ დოლარს შეადგენს და საქმის უკან მისი ბანკირი, ფაბრიკე ლეკომპტე დგას. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ბანკის წინააღმდეგ სარჩელი ორმა რუსმა ბიზნესმენმაც შეიტანეს. როგორც ცნობილი ხდება, ბიძინა ივანიშვილის ბანკირი უკვე დაკავებულია, თუმცა ბანკს სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქმეში ბევრი დეტალი ბუნდოვანია, თუმცა ცნობილია შემდეგი: ბანკირი, რომელსაც მილიონობით დოლარის გაფლანგვა ედება ბრალად, უმსხვილეს შვეიცარიულ ბანკში სამუშაოდ 2005 წელს მივიდა. წარმოშობით ფრანგი ფინანსისტი მანამდე პარფიუმერული ნაწარმის კომპანია Yves Rocher-ში მუშაობდა. Credit Suisse-ში ის განსაკუთრებით მდიდარი კლიენტების ბანკირი იყო, რომლებიც უმეტესად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან იყვნენ.

2006 წელს, ფინანსურმა მრჩეველმა თავისი კლიენტებისთვის, უძრავი ქონების აქციების დამატება დაიწყო. ამ მიზნით, მან შვილობილი ანგარიშები შექმნა, რომლის შესახებაც მისი კლიენტები ინფორმირებულები არ იყვნენ. მას შემდეგ რაც ფინანსური კრიზისის დროს, უძრავი ქონების დეველოპერი Meinl-ის ბირჟა ჩამოიშალა ბანკირმა ნაცვლად იმისა რომ დანაკარგი ეღიარებინა, ანგარიშის შევსება ბიძინა ივანიშვილის ფულით დაიწყო. მან დაახლოებით 100 მილიონის გადარიცხვა მოახდინა სხვა კლიენტების ანგარიშებზე. ივანიშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ თანხის გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილს არ ჰქონდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბანკირმა აღნიშნული ოპერაციების შედეგად საკუთარი ქონების გაზრდაც შეძლო. სტატიაში აღნიშნულია, რომ კლიენტებმა ფაქტის შესახებ გასული წლის სექტემბერში გაიგეს, როდესაც ერთ-ერთი ამერიკული მცირე ზომის ბიოტექნოლოგიური კომპანია Raptor -ი გაკოტრდა, სადაც Credit Suisse-ის ბანკირი ასევე ახდენდა ინვესტიციას.

თუმცა საქმის მიმართ მაინც ჩნდება რამოდენიმე შეკითხვა. კერძოდ, როგორც გამოცემა წერს Credit Suisse-ბანკირსა და ბიძინა ივანიშვილის პირად ფინანსურ მრჩეველს შორის, 2013-2014 წლებში პირადი მიმოწერა ფიქსირდება Gmail-ისა და Hotmail-ის მეშვეობით, მაშინ როდესაც მსგავსი მიმოწერები რომელიც ბანკის კლიენტების ფინანსურ საქმეს ეხება Credit Suisse-ს სერვერის მეშვეობით ხდება.

ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიის (U.S. Securities and Exchange Commission ) დასკვნის მიხედვით, 2014 წელს ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად თუ არაფორმალურად ფლობდა კომპანია Raptor-ის აქციების 22 პროცენტს. „ფაქტიურად შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილს არ სცოდნოდა თუ რას მოიცავდა და რა ხდებოდა მისი პორტფელის ირგვლივ“, - ციტირებს გამოცემა ადვოკატის სიტყვებს.

დაზარალებული კლიენტების ადვოკატები ამბობენ, რომ შეუძლებელია პირად ბანკირს Credit Suisse-სგან გვერდის ავლით ჩაეტარებინა მსგავსი ოპერაციები. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში ბანკის რამდენიმე განყოფილება იყო ჩართული.

გამოცემა წერს, რომ ივანიშვილის პირადი ბანკირის გარდა, სამსახური კიდევ ორმა თანამშრომელმა დატოვა.



21.სექტემბერი.2018 15:56
133

ეროვნული ბანკი მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 12:22
148

აგვისტოში ბანკებმა 48.9 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 11:22
103

"ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს ოქტომბერში ავირჩევთ"

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 17:14
2298

სებ: ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 16:18
386

სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 13:43
1855

მურთაზ კიკორია სებ-ს ტოვებს

ვრცლად