17.მარტი.2016 15:34
ეკონომიკა, EU Georgia

"ეკონიმიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საპენსიო კონცეფციას უამრავი ნაკლოვანება აქვს"

"ეკონიმიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საპენსიო კონცეფციას უამრავი ნაკლოვანება აქვს"
საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ახალი საპენსიო სისტემის ამოქმედების შესახებ, ღია წერილით ეხმაურება:
 
"როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, ევროპელი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა საპენსიო რეფორმის ალტერნატიული ვერსია, რომლის განხილვაში რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩართულნი იყვნენ დასაქმებულები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ეკონომიკის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

მთავრობის მიერ მხარდაჭერილ სისტემაში, პროფკავშირების მიერ მომზადებული კონცეფციიდან გადმოტანილია ინდექსაციის საკითხი (რომელიც თქვენს პირველად პროექტში არ იყო), ასევე პირველად პროექტში, დღეისათვის 45 წლის ასაკს ზემოთ მყოფი მოქალაქეები არ იყვნენ გათვალისწინებული, როგორც ბენეფიციარები. მოხარული ვართ, რომ ეს მნიშვნელოვანი დეტალები პროფკავშირების მიერ მომზადებული პროექტიდან გადმოიტანეთ.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისთვის ეს მნიშვნელოვანი თემაა და არ არის შეჯიბრის საგანი. მზად ვართ ჩვენი კონცეფცია იქცეს მთავრობის პროექტად და არანაირი ამბიცია საავტორო უფლებებთან დაკავშირებით არ გვაქვს. ჩვენთვის მთავარია საზოგადოებამ მიიღოს მისთვის საჭირო და მინიმალური რისკების შემცველი საჭირო რეფორმა, ნორმალური და დახვეწილი პროდუქტი ახალი საპენსიო სისტემის სახით.

მიუხედავად ამისა, ეკონიმიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კონცეფციას აქვს უამრავი ნაკლოვანება და სხვადასხვა სისტემის ჰიბრიდს წარმოადგენს, რაც ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე, ევროპული ტიპის, სოლიდარობის პრინციპზე აგებული საპენსიო სისტემის დანერგვას საქართველოში.

ასევე ვთვლით, რომ დასაქმებულთა ინტერესების, ისევე როგორც სხვა სოციალური ჯგუფების ინტერესების იგნორირება, (ვგულისხმობთ პროფკავშირების ინიციატივას, რომლის შესახებაც მედია და საზოგადოება სრულყოფილადაა ინფორმირებული, თქვენ კი თითქოს არც არაფერი გსმენიათ ) ხელს არ შეუწყობს ევროპული მოდელის საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებას ქვეყანაში. სწორედ ხელისუფლების ხელოვნება უნდა იყოს, ჩართოს ყველა ჯგუფი და მათი ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინოს.
სამწუხაროა, ბიზნესმენებთან ინტენსიური შეხვედრების ფონზე, ჩვენთან შეხვედრის დრო და სურვილი არ გამოგითქვამთ და პრესის და საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით გვიწევს დასაქმებულებს და პროფკავშირებს თქვენთვის ხმის მოწვდენა.

თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ "მეტი ევროპა" და მეტი დაახლოება ევროპულ სტრუქტურებთან და აქედან გამომდინარე ევროპულ ღირებულებებთან- პოლიტიკოსების, ხელისუფლების და დამსაქმებელთა ინფორმირებულობას გაზრდის სამმხრივ რეალურ სოციალურ დიალოგზე, როგორც საზოგადოების ჩართულობის ეფექტურ მექანიზმზე, რის შედეგადაც მოხერხდება პროფკავშირებთან ჯანსაღი დიალოგი", - აცხადებს პეტრიაშვილი.



16.თებერვალი.2019 20:10
1188

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

ვრცლად
16.თებერვალი.2019 19:30
1317

ბიზნესომბუდსმენი: "ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიფრთხილე სჭირდება"

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:30
1452

გაზსაცავის წინასამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმება

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:00
1552

რა თანხა დაიხარჯა ონში უხარისხოდ დაგებულ გზებზე? – აუდიტის დასკვნა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:40
1898

2018 წლის იანვართან შედარებით, ქარის სადგურის გამომუშავება 8%–ით შემცირდა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:00
935

მთავრობა ქარსაცავი ზონების მოწესრიგებისთვის კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს

ვრცლად