26.სექტემბერი.2018 17:19
ტექნოლოგია

"დიღმის ტყე-პარკში ნაკვეთების გამოსყიდვის საშუალება ბიუჯეტს არ ექნება"

"დიღმის ტყე-პარკში ნაკვეთების გამოსყიდვის საშუალება ბიუჯეტს არ ექნება"
პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი, რომლის კუთვნილი კომპანიაც დიღმის ტყე-პარკში 3 ნაკვეთს ფლობს, bm.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ადეკვატური შეთავაზების შემთხვევაში, მზადაა მერიას ნაკვეთები სხვა ტერიტორიაში გაუცვალოს. მისი თქმით, მიწები წლების წინ თავად მერიამ გაყიდა და საკმაოდ დიდი თანხები აქვთ გადახდილი.
,,დღეს კვადრატული მეტრის ღირებულება მიმდებარე ტერიტორიებზე 400-500 დოლარია, თბილისის ბიუჯეტს გაუჭირდება ამ მიწების გამოსყიდვა, თუ შემოთავაზება იქნება გაცვლაზე და ეს ჩვენთვის მისაღები აღმოჩნდება, მაშინ თანახმა ვიქნებით“, - განაცხადა ოქრიაშვილმა. კითხვაზე, რა მოხდება, თუკი შეთანხმება ვერ მოხერხდა, მფლობელებმა კი სურვილის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვა ვერ მიიღეს, როგორც ამას ქალაქის მერი აცხადებს, ოქრიაშვილმა უპასუხა:

,,ასე არ გამოვა, მერიამ გაყიდა ეს ნაკვეთები, მაშინ მშენებლობა შეიძლებოდა, ეს სამართლიანი არ იქნება.“

პარლამენტამა Bm.ge-სთან დაადასტურა, რომ კუთვნილ ტერიტორიაზე მშენებლობის ინტერესი ნამდვილად აქვს, კერძოდ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების-სკოლისა და საბავშვო ბაღის და მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად მერიასთან სასამართლო დავა აქვს. დიღმის-ტყე პარკის ტერიტორიაზე კახა ოქრიაშვილის საკუთრებაში მყოფ შპს ,,მანდარინს“ სამი ნაკვეთი ეკუთვნის, რომლის ფართიც დაახლოებით 1,5 ჰექტარია.

შეგახსენებთ, რომ თბილისი მერმა კახი კალაძემ დღეს გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, კერძო მესაკუთრეებს დიღმის ტყე-პარკში სამშენებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა არასოდეს მიეცემათ. მისი თქმით, დედაქალაქის მერია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები ქალაქს დაუბრუნდეს და მომავალში იქ დასასვენებელი სივრცე მოეწყოს.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი



12.თებერვალი.2019 18:30
5832

რუსეთი გლობალურ ინტერნეტს გამოეთიშება - რას ნიშნავს ეს ცვლილება

ვრცლად
12.თებერვალი.2019 12:40
260

"საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინი საჯარო სერვისებში" - ბახტაძე

ვრცლად
12.თებერვალი.2019 11:30
572

პრემიერი: ბლოკჩეინი ნიშნავს იმას, რომ მონაცემების წაშლა და გადაკეთება არის პრაქტიკულად შეუძლებელი

ვრცლად
07.თებერვალი.2019 19:53
100

"საგადასახადო შეღავათები სტარტაპერებისთვის იმ შემთხვევაში იქნება ეფექტიანი, თუ დიდ მასშტაბებზეა საუბარი"

ვრცლად
07.თებერვალი.2019 16:20
180

დრონებზე და უპილოტო ხომალდებზე დაკვირვების მაღალტექნოლოგიური სისტემის დანერგვა იგეგმება

ვრცლად
05.თებერვალი.2019 22:05
724

facebook-ი დღეიდან მესენჯერით გაგზავნილი წერილების წაშლის უფლებას მოგცემთ

ვრცლად