12.ივლისი.2018 20:20
ეკონომიკა

"დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემა არ მუშაობს"

"დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემა არ მუშაობს"
დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემა არ მუშაობს,- ამის შესახებ „კრესტონ კაპიტალის“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი bm.ge-სთან საუბრობს.

მისი თქმით, ფინანსთა ახალმა მინისტრმა აქცენტი სწორედ იმაზე უნდა გააკეთოს, რაც უკვე დაანონსებულია ჯერ კიდევ მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში.
კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს ის საკითხები, რომლებიც სამთავრობო პროგარამაშია მითითებული, კონკრეტულად:
არარეზიდენტების ელექტრონული რეგისტრაციის წესი, დღგ-ს ავტომატური დაბრუნება, ზედნადებისა და ფაქტურის გამარტივებული წესით გაერთიანება და ა.შ.

"დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემა არ მუშაობს იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს რეფორმა დაანონსებული იყო. საუბარი იყო, რომ გადამხდელებს პირად ბარათზე გამოუჩნდებოდათ თანხა და ღილაკზე თითის დაჭერით დაიბრუნებდნენ მას, თუმცა ეს სისტემა არ მუშაობს.

ახალ ფინანსთა მინისტრს ვუსურვებდი, რომ ის საკითხები, რაზეც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მივიყვანოთ ბოლომდე, რათა საზოგადოებას არ გაუჩნდეს განცდა, რომ რასაც ვლაპარაკობთ, უბრალოდ საუბარია და არ კეთდება“,- აცხადებს პაპიაშვილი.

მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამაში კიდევ რამდენიმე პუნქტია, რომლის განხორციელებაც აუცილებელია, მათ შორის არის საერთაშორისო კომპანიებისთვის შეღავათების დაწესება, შეღავათების დაწესება ბიზნესისთვის და ა.შ.

"ყველა მიმართულებაში გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები. განათლებაში არის სერიოზული ჩავარდნები და ეს უნდა გამოსწორდეს.

დღეს პოპულარულია იმაზე საუბარი, რომ ინოვაციასა და ცოდნაზე დაფუძნებული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, კარგი იქნება, თუ ეს ადამიანები კონკრეტულ გეგმას წარმოადგენენ, თუ როგორ აპირებენ ამის გაკეთებას.

ძალიან დიდი პრობლემაა ასევე სასამართლო, რაზეც სამთავრობო პროგრამაშიც არის საუბარი. ხშირად მოსამართლეთა კომპეტენცია არ არის შესაბამისი. მოსამართლეები თითქმის ემოციებით და ზედაპირული შეხედულებებით წყვეტენ ბიზნესდავებს. ეს მათ ცოდნას არ აკნინებს, უბრალოდ, როდესაც მოსამართლე იხილავს საგადასახადო დავას, ან სპეციფიკურ დავას, წარმოუდგენელია, რომ მას არ ჰქონდეს სპეციფიკური ცოდნა",- აცხადებს პაპიაშვილი.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



20.ნოემბერი.2018 17:22
240

"კონკურენციის შესახებ კანონი" ყველა სფეროზე, მათ შორის საფინანსო სექტორზეც გავრცელდება

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:50
424

მზის პირველი სადგური ექსპლოატაციაში სავარაუდოდ, 2019 წლის ნოემბერში შევა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:32
937

"ვალების განულება" - რა წერია საფინანსო სექტორისთვის გაგზავნილ დოკუმენტში

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 15:37
94

კერძო საპენსიო ფონდებს კლიენტები შეუმცირდათ

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:56
123

საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანების მხოლოდ 6%-ია დაზღვეული

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:32
79

კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 15% სარგებლობს

ვრცლად