09.თებერვალი.2016 18:05
ბიზნესი

"დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას მოლდოვას რესპუბლიკა შეისყიდის

"დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას მოლდოვას რესპუბლიკა შეისყიდის
მოლდოვას რესპუბლიკა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას“ მიერ დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით დაინტერესდა. "დელტას" ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და წინასწარი შეთანხმება მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია.

პირველ ეტაპზე საუბარია ორ ასეულამდე სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარზე რომელიც ქვეყნის ნახევარს დაფარავს.

"ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოლდოვაში გაიგზავნება "დელტას" სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც უკვე ადგილზე განახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს.
სამუშაოები მოიცავს საცეცხლე დანადგარების და მათი ციფრული მართვის ცენტრის მონტაჟს.

პროექტის საერთო მოცულობა ათ მილიონამდე დოლარს აღწევს. ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ კი ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს.

აქტიური მოლაპარაკებების დაწყებამდე 2015 წლის 13 ოქტომბერს სსსტც "დელტას" საქართველოში სტუმრად მყოფი მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამკაციანი დელეგაცია ეწვია.

მოლდოვას სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილემ ედუარდ გრამამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დიმიტრი მონტიანუმ და მოლდოვას სეტყვის საწინაღმდეგო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გენადი ონსეანომ სსსტც "დელტას" მიერ შექმნილი ქართული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დაათვალიერეს და მის შესაძლებლობებს დეტალურად გაეცნენ", - განმარტავენ "დელტაში". 



10.დეკემბერი.2018 11:00
168

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი; ,,2018 წელს ლუდის ბაზარმა 3%-იანი კლება განიცადა”

ვრცლად
07.დეკემბერი.2018 19:40
423

„Food for Progress“ - სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 17 მლნ დოლარიანი პროექტი იწყება

ვრცლად
07.დეკემბერი.2018 18:33
219

მიხეილ დუნდუა "ომეგა ჯგუფისადმი" ხელოვნური ბარიერების შექმნას გამორიცხავს

ვრცლად
07.დეკემბერი.2018 17:06
320

დუნდუა-კაკულიას: სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის გადავადების გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო

ვრცლად
07.დეკემბერი.2018 16:29
171

კაკულია ფინანსთა სამინისტროს განმარტებებს სთხოვს - თემა რუსთავის მეტალურგიული ქარხანაა

ვრცლად
07.დეკემბერი.2018 16:11
1705

რა შემთხვევაში არ დაიხურება რუსთავის მეტალურგიული - კომპანია მთავრობას 3 პირობას უყენებს

ვრცლად