26.მარტი.2016 12:33
ბიზნესი

"დელტა" წლის ბოლომდე, ექსპორტის 300 მილიონ ლარამდე გაზრდას გეგმავს

"დელტა" წლის ბოლომდე, ექსპორტის 300 მილიონ ლარამდე გაზრდას გეგმავს
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ჯარი მთლიანად ქართული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით აღიჭურვება. შეიარაღებულ ძალებს აღჭურვილობით "დელტა" მოამარაგებს. თემაზე "საქმიან დილასთან" "დელტას" ხელმძღვანელი, უჩა ძოძუაშვილი საუბრობს.
 
- ბატონო უჩა, არსებობს თუ არა საექსპორტო არეალის მონახაზი, სადაც ქართულ პროდუქციას გავიტანთ?

- ჩვენი გაყიდვების დეპარტამენტები საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ინტენსიურად მუშაობენ და შედეგები ძალიან საინტერესოა. გარდა იმ ხელშეკრულებებისა, რომელიც უკვე დადებული არის და რომელზეც უკვე საექსპორტო მიწოდებები არსებობს, ჩვენი პროდუქციის საქართველოს საზღვრებს გარეთ გადატვირთვა ფაქტიურად თვეში ორჯერ ხდება. გარდა ამისა, ბევრი სხვა ქვეყნის მიერ დაფიქსირებულია ჩვენი სხვადასხვა ტიპის, როგორც ჯავშან მიმართულებით, ასევე დამაზიანებელი ტექნიკის მიმართულებით ინტერესები. არეალების მიხედვით რომ განვსაზღვროთ არის აღმოსავლეთის მიმართულება, აზიის მიმართულება, ასევე მნიშვნელოვანია აფრიკის მიმართულება და გარკვეული ნაბიჯები უკვე ევროპის მიმართულებითაც გადადგმულია, განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მაგალითად, ბალტიისპირეთის მიმართულებით და საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს. კონკრეტული შეთავაზებები უკვე გაგზავნილია. ეს ძალიან ინტენსიური სამუშაოებია. დღე არ გადის, რომ გარკვეული ინტერესი არ დაფიქსირდეს. 

 - ახლო მომავალში მსხვილ კონტრაქტს რომელიმე ქვეყანასთან უნდა ველოდოთ?
 
- ამ ქვეყნებთან ისევ გრძელდება კონტრაქტები. ფაქტიურად უკვე ხელმოწერილია რამდენიმე სხვადასხვა ტიპის მანქანის და სისტემის მიწოდების ხელშეკრულებები, რომელსაც ძალიან ახლო მომავალში ჩვენ უკვე დავაანონსებთ და მომხმარებელს ზუსტ ინფორმაციას მივაწვდით. ჩვენი პროდუქციის ხარისხით ძალიან დიდ კმაყოფილებას ვხედავთ, ასევე იმ სერვისით და მომსახურებით, რასაც ჩვენ ვაწვდით საბოლოო მომხმარებელს. მანქანები უკვე ოპერირებაშია, ისინი აქტიურ ევაკუაციას ახორციელებენ, საბრძოლო მოქმედებებში ჩართული არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 როდის იხილავს მსოფლიო აუდიტორია ქართულ საბრძოლო მანქანას?

- 26 მაისისთვის ჩვენ ახალი ტიპის შეიარაღებისა და ასევე ინტეგრირებული საბრძოლო სისტემის წარმოდგენას ვგეგმავთ. საინტერესოა, რომ ბაზარზე მოთხოვნილებები იცვლება, სხვადასხვა სისტემების მიმართულებით. ჩვენ შესაბამისად ადაპტაციას ვაკეთებთ. “დელტას" ერთ-ერთი ძირითადი მიღწევა არის ის რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბაზრის ცვალებად მოთხოვნილებებზე რეაგირება სწრაფად მოვახდინოთ.

გვახსოვს განცხადება, როდესაც საუბრობდით სეტყვის საწინააღმდეგო აპარატების გაყიდვაზე და მაშინ საექსპორტო ბაზრად მოლდავეთი იყო ნახსენები. მოლაპარაკებები რა ეტაპზე?

- ჩვენი სამუშაო ჯგუფი მოლდავეთში ჩასული იყო. ადგილზე შევაფასეთ, იდენტიფიცირება გავაკეთეთ თუ სად უნდა დამდგარიყო, რა რაოდენობის წერტილებია საჭირო. მოლდავეთის მთავრობასთან ინტენსიური სამუშაოები ჩატარდა, ახლა უკვე სამთავრობო პროცესები მიმდინარეობს იმისთვის, რომ შესაბამისი მოთხოვნა ჩვენთან მოვიდეს. ამ პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ერთვებიან. პროცესი საკმაოდ საინტერესო და ინტეგრირებულია. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა არის მეოთხე კატეგორიის ინოვაცია, რომელიც "დელტამ" შექმნა. მისი ანალოგი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. შესაბამისად ის ქვეყნები, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა უდგას, უკვე ინტერესს აფიქსირებენ, კერძოდ ინტერესი ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან არის დაფიქსირებული.

მთავრობის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის გარეშე ფაქტიურად, ვერცერთ იმ შედეგს ვერ მივაღწევდით, რასაც მივაღწიეთ. ინოვაციების სააგენტოსთან ინტენსიურად ვურთიერთობთ. ეს ურთიერთობა ორმხრივია. 
 
- რა მოთხოვნილებები უნდა დააკმაყოფილოს ადამიანმა თქვენს გუნდში რომ მოხვდეს?

- პირველ რიგში, უაზროდ უნდა უყვარდეს თავისი ქვეყანა, იმიტომ, რომ სხვანაირად ჩვენთან ვერ იმუშავებს. შემდეგ მთავარია თავისი საქმის პროფესიონალი იყოს. ელექტრონული მიმართულებით კადრების დეფიციტი ნამდვილად არის და ჩვენ ვცდილობთ არა მხოლოდ პროფესიონალები მივიღოთ, არამედ ის პერსპექტიული სტუდენტები, რომლებიც ინსტიტუტს ამთავრებენ, ან მე-2, მე-3 კურსზე არიან.

ჩემი წინა განცხადებიდან, რომელიც თქვენს ეთერში გაჟღერდა, დღემდე უკვე 100 ადამიანია დასაქმებული ზუსტად იმ მიმართულებით, რომელიც მოვითხოვე.

დაახლოებით მონახაზი გავაკეთოთ კონკრეტულად "დელტას" ქოლგის ქვეშ რა მოცულობის ექსპორტია საქართველოდან გასული და ეს მაჩვენებელი ახლო მომავალში მზარდი იქნება?

- ეს მაჩვენებელი შემდეგი 15 წლის განმავლობაში მზარდი იქნება, რადგან ბაზარი იზრდება იმ გამოწვევების გამო, რაც დღეს დღეისობით მსოფლიოში არსებობს. ჩვენი გეგმაა, რომ მინიმუმ იმ კონტრაქტების დასრულება ვუზრუნველყოთ, რაც გაფორმებულია, დანარჩენები კიდევ ფორმდება ახლა და ჩვენი მიზანია ჩვენი ექსპორტი წლის ბოლომდე 200-300 მილიონ ლარამდე გავზარდოთ, ან ავიღოთ გრძელვადიანი დაფიქსირებული დაინტერესება უპილოტო სისტემების იგივე ვერტმფრენის მიმართულებით, ან სხვადასხვა საცეცხლე ინტეგრირებული სისტემების მიმართულებით, რომელთა შეფასებითი საკონტრაქტო ღირებულება უკვე დასრულებულია და 30 მილიონ დოლარამდე ადის. ძალიან სწრაფად განვითარებადი ბიზნესია, რომელსაც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ქმედებები სჭირდება.



20.ნოემბერი.2018 17:43
119

სადაზღვევო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 19:00
1003

ფანჯარა, რომელსაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს - ქართველების უნიკალური გამოგონება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:00
1194

ელექტრონული დოკუმენტაციის გამოყენებისას ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო ხდება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 10:30
105

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად
13.ნოემბერი.2018 19:20
223

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, გათანაბრდეს

ვრცლად
10.ნოემბერი.2018 10:45
453

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

ვრცლად