26.თებერვალი.2016 10:11
ეკონომიკა

"ჩვენი მწარმოებლები დაბალი, უმეტეს შემთხვევაში ნულოვანი ტარიფით შეიტანენ ჩინეთში პროდუქციას"

"ჩვენი მწარმოებლები დაბალი, უმეტეს შემთხვევაში ნულოვანი ტარიფით შეიტანენ ჩინეთში პროდუქციას"
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გადაცემაში „ბიზნესკონტაქტი“ ისაუბრა. მისი განცხადებით, მოლაპარაკებების პირველმა რაუნდმა, რომელიც თბილისში გაიმართა, ძალიან წარმატებით ჩაიარა. "მოლაპარაკების პირველ რაუნდში ჩვენ შევთანხმდით იმ ძირითადი პრინციპების სტრუქტურაზე, რომლებზეც ორ მხარეს ექნება მოლაპარაკებები - ეს არის ვაჭრობის, ინტელექტუალური საკუთრების, სერვისების, ტარიფების ლიბერალიზაცია და ა.შ. ორმხრივ თავისუფალ ვაჭრობაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ასევე არის ტექნოლოგიები და იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხით მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების შემოდინება ჩინეთიდან. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დაიგეგმება კონკრეტული კამპანია, თუ რომელი საწარმოებისთვის შეიძლება გახდეს საქართველო მიმზიდველი რეგიონში", - განაცხადა გენადი არველაძემ.
 
მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე მხრიდან არის მზაობა, რომ 2016 წლის ბოლომდე დასრულდეს მოლაპარაკებები თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე. "თუ ჩვენ წლის ბოლოსთვის დავასრულებთ მოლაპარაკებას, ეს იქნება უპრეცედენტო დრო, რადგან მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთს ყველაზე ხანგრძლივი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ათწლიანი მოლაპარაკება აქვს ავსტრალიასთან. როგორც კი შეთანხმება შევა ძალაში, უკვე კონკრეტული ბენეფიტები ექნებათ ჩვენს მწარმოებლებს, რომ თავიანთი პროდუქცია დაბალი ტარიფებით და უმეტეს შემთხვევაში, ნულოვანი ტარიფით შეიტანონ ჩინურ ბაზარზე", - აღნიშნა გენადი არველაძემ.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობასა და მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე გუშინ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ქართული მხარე საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით და არის გარკვეული მიღწევებიც. შეთანხმება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკების თაობაზე ერთი წლის ვადაში უნდა დასრულდეს.



19.ივლისი.2018 22:20
224

ქუმსიშვილი: ჩემს მიმართ ბრალდებები აბსურდულია

ვრცლად
19.ივლისი.2018 22:15
336

ქუმსიშვილი: ვინ გითხრათ, რომ ივანიშვილი ჩემზე ნაწყენია?

ვრცლად
19.ივლისი.2018 22:09
132

დიმიტრი ქუმსიშვილი: არ ვარ დაკავშირებული არანაირ ტენდერებთან

ვრცლად
19.ივლისი.2018 21:59
1311

დიმიტრი ქუმსიშვილი: ეს იყო შეცდომა

ვრცლად
19.ივლისი.2018 20:00
171

კონკურენციის სააგენტოს საკანონმდებლო ჩარჩო შეიცვლება

ვრცლად
19.ივლისი.2018 15:53
239

თბილისის და ქუთაისის ლოჯისტიკური ცენტრები, შესაძლოა, ერთმა კონსორციუმმა ააშენოს

ვრცლად