20.თებერვალი.2016 18:35
კრიპტოვალუტები

"ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები განათლების სისტემის რეფორმირების მიმართულებით"

"ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები განათლების სისტემის რეფორმირების მიმართულებით"
ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები განათლების სისტემის რეფორმირების მიმართულებით და ვმუშაობთ იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანად დავხარჯოთ თითოეული თეთრი იმ სახელმწიფო რესურსისა, რომელიც პირდაპირ უნდა წავიდეს ადამიანების დასაქმებაში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებს.
 
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, განათლების რეფორმა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუხში დასრულებულია სავაჭრო ცენტრი, შენდება საავადმყოფო, საფუძველი ჩაეყარა ახალი სტადიონის მშენებლობას.

"ეს ყველაფერი გვაძლევს იმედს, რომ სამეგრელო, როგორც საქართველოს სტრატეგიული რეგიონი, აყვავდება, გაბრწყინდება და ეს ვერ მოხდება თქვენი მონაწილეობის, პროფესიონალი ადამიანების გარეშე", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება უმაღლესი და პროფესიული განათლების კომბინირება, რომ ქვეყანაში იყოს მეტი დასაქმებული ადამიანი.

"ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევისწავლოთ არა მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებიც დღეს არსებობს, არამედ დინამიკაში, 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით განვითარდება ეკონომიკა, კონკრეტულად რა მოთხოვნები იარსებებს და ამ მიმართულებებით დავხარჯოთ ჩვენი რესურსი, რათა არ მივიღოთ იმედგაცრუებული ახალგაზრდები, რომლებიც რამდენიმე წელს დახარჯავენ განათლებაში და შემდგომ ესა თუ ის დარგი არ იქნება იმდენად მოთხოვნადი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



18.მაისი.2018 16:46
41

ეროვნულ ბანკში კრიპტოვალუტების საზედამხედველო მიდგომებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ვრცლად
17.მაისი.2018 18:18
130

აზერბაიჯანს კრიპტოვალუტების ოპერაციების დაბეგვრა სურს

ვრცლად
16.მაისი.2018 12:10
324

"საქართველოს უნივერსიტეტმა" ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სწავლება დაიწყო

ვრცლად
10.მაისი.2018 13:10
210

"საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს მცირე ბლოკჩეინ კომპანიებს"

ვრცლად
10.მაისი.2018 12:18
637

"საქართველომ უნდა იამაყოს, რომ კრიპტოვალუტების მოპოვებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა"

ვრცლად
10.მაისი.2018 10:00
246

Oracle ახალ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს ნერგავს

ვრცლად