მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ არ უნდა ვაწარმოებდეთ პოტენციურ უმუშევრებს", - პრემიერი საგანმანათლებლო რეფორმას გეგმავს

569cb91106dec
BM.GE
18.01.16 13:56
3029
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს ის რეფორმები გააცნო, რომლის გატარებასაც მთავრობა გეგმავს. ერთ-ერთი რეფორმა განათლების სისტემას შეეხება. "განათლებაში, სერიოზული რეფორმა იქნება ჩასატარებელი რამოდენიმე მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სფეროში სამი მიმართულება გამოყო, - პროფესიული განათლების განვითარება, ზოგადი განათლების რეფორმა და უმაღლესი განათლების რეფორმა.
 
"სამთავრობო რესურსი მაქსიმალურად სწორად უნდა იქნას დახარჯული, ჩვენ არ უნდა ვაწარმოებდეთ მომავალ პოტენციურ უმუშევრებს, როგორც ეს დღეს ხდება სამწუხაროდ", - განაცხადა პრემიერმა.