09.აგვისტო.2018 10:00
ეკონომიკა

"ჩინეთი ქართული ღვინისთვის ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია"

"ჩინეთი ქართული ღვინისთვის ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია"
ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო ჩინეთის რეგიონებიდან ურუმჩიში იყიდება, - ამის შესახებ Bm.ge-ს ,,მეღვინეობა ხარებას“ დირექტორმა, გიორგი ეზუგბაიამ განუცხადა. მისი განმარტებით, ჩინეთის ბაზარი ყველაზე მზარდია მსოფლიოში და ამიტომ კომპანიამ შანხაიში წარმომადგენლობა გახსნა.

„ ჩვენი წარმომადგენლები ჩინეთში ახორციელებენ ადგილობრივი ბაზრის კვლევას, სწორი მარკეტინგული ნაბიჯების დაგეგმვას, კლიენტებთან სწორ კომუნიკაციას, ახალი პარტნიორების მოზიდვას, იღებენ გამოფენებში აქტიურ მონაწილეობას და ეწევიან ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ჩინეთი ავარჩიეთ, რადგან ის ყველაზე მზარდი ბაზარია და ვხედავთ, რომ ბოლო სამ წელიწადში ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა სწრაფად მზარდია. სწორი მარკეტინგული და სტრატეგიული დაგეგმარებით, ჩვენ შევძლებთ საექსპორტო არეალის გაფართოებას, ამჟამად ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო ურუმჩიში იყიდება“ - განაცხადა გიორგი ეზუგბაიამ.


ოფისის მუშაობის შედეგად ,,მეღვინეობა ხარება“ 2018 წლის ბოლომდე ჩინეთში ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას გეგმავს, ამჟამად კომპანიას საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული ღვინის 8-10% უკავია. გასულ წელს ჩინეთში დაახლოებით 5 მილიონი ბოთლი ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა.


,,უკვე მეოთხე წელია ჩინეთის ბაზარზე ვართ, ანუ მას შემდეგ რაც იქ ქართული ღვინო აქტიურად გავიდა, ჩვენი რეალიზაცია ამ ბაზარზე წელიწადში10-12%-ით იზრდება. ჩინეთში 15-17 დასახელების ღვინოს ვგზავნით. ძირითადად წითელი ღვინო მოსწონთ და 80-85% წითელი ღვინო დომინირებს ჩვენს ექსპორტში“ - განაცხადა გიორგი ეზუგბაიამ.

,,მეღვინეობა ხარებას“ ასევე აქვს წარმომადგენლობა გერმანიაში და იტალიაში, საიდანაც ახორციელებს ქართული ღვინის ევროპულ ბაზარზე პოპულარიზაციას.
,,ჩვენ გვაქვს ლოჯისტიკური საწყობი ქალაქ დრეზდენში, საიდანაც ვაწარმოებთ ღვინის მიწოდებას ევროპაში, ასევე გვაქვს წარმომადგენლობა, საფირმო მარაზია და საწყობი იტალიაში. რაც ძალიან გვიწყობს ხელს გავზარდოთ ქართული ღვინის ცნობადობა არამარტო იტალიაში, არამედ მთლიანად ევროპაში“ - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ჩინეთის შემდეგ მზარდი ბაზარია პოლონეთშიც და ამ მიმართულებითაც კომპანია აქტივობის მნიშვნელოვან ზრდას გეგმავს.

,,წლის ბოლომდე პოლონეთში ექსპორტის 15-20%-იან ზრდას ვგეგმავთ. 2017 წელს პოლონეთში ზრდამ 5% შადგინა, წელს კი 3-4 ჯერ მეტი იქნება. ჩვენთვის ძალიან საინტერესო ბაზარია იაპონია, სადაც ქვევრის ღვინის სწორი პოპულარიზაცია უნდა განვახორციელოთ. ასევე სტრატეგიულია ამერიკის და კანადის ბაზრები, სადაც ექსპორტის ზრდის კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებას ვგეგმავთ“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

,,მეღვინეობა ხარება“ ამჟამად წელიწადში 6 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს, აქედან 20-25% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, დანარჩენი კი ექსპორტზე 20 ქვეყანაში გადის. ძირითადი ბაზრებია რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი. კომპანიის პორტფელში 52 დასახელების ღვინოა, რომელიც 26 ვაზის ჯიშიდან არის წარმოებული.
ავტორი: მაია ბიწაძე



21.აგვისტო.2018 15:08
95

ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონზე

ვრცლად
21.აგვისტო.2018 14:26
154

საგადასახადო სამართალდარღვევის 635 ფაქტი გამოვლინდა

ვრცლად
21.აგვისტო.2018 14:05
121

ეკონომიკური დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა

ვრცლად
21.აგვისტო.2018 12:54
121

პორტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა მცირდება

ვრცლად
21.აგვისტო.2018 12:17
85

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ვრცლად
21.აგვისტო.2018 10:29
359

საარსებო მინიმუმი შემცირდა

ვრცლად