14.სექტემბერი.2018 15:16
ეკონომიკა

"ჩეხი მეწარმეები საქართველოში ახალი ბიზნესწამოწყებით არიან დაინტერესებული"

"ჩეხი მეწარმეები საქართველოში ახალი ბიზნესწამოწყებით არიან დაინტერესებული"
„საქართველოსა და ჩეხეთს შორის შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობებია. ჩემი ვიზიტი ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურება. ჩვენ უკვე განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები ბიზნესის ცალკეულ სექტორებში,” - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეხვედრის შემდეგ ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ. მისი თქმით, ჩეხეთის კომპანიები დაინტერესებულები არიან მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ტენდერებში თბილისსა და ბათუმში ელექტრო ავტობუსების მიწოდებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, „ენერგო პროს“ მსგავსად, ამ ბაზარზე ოპერირებით. ჩემთან ერთად საქართველოში 25 მეწარმეა ჩამოსული, რომლებიც ახალი ბიზნესის წამოწყებითაა დაინტერესებული. ჩვენ განვიხილეთ ჩეხურ „შკოდა“-სა და ქართულ კომპანიას შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხი, რომელიც უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების შესაფერის ლოკომოტივებს აწარმოებს. აღნიშნული ლოკომოტივები მოემსახურება როგორც ქართულ რკინიგზას, ასევე შესაძლებელი იქნება მათი ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს დასაქმებას,” - განაცხადა ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ.



20.ნოემბერი.2018 17:22
255

"კონკურენციის შესახებ კანონი" ყველა სფეროზე, მათ შორის საფინანსო სექტორზეც გავრცელდება

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:50
454

მზის პირველი სადგური ექსპლოატაციაში სავარაუდოდ, 2019 წლის ნოემბერში შევა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:32
1014

"ვალების განულება" - რა წერია საფინანსო სექტორისთვის გაგზავნილ დოკუმენტში

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 15:37
97

კერძო საპენსიო ფონდებს კლიენტები შეუმცირდათ

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:56
127

საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანების მხოლოდ 6%-ია დაზღვეული

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:32
86

კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 15% სარგებლობს

ვრცლად