მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Time-ის წლის ყველაზე გავლენიანი კომპანიების ასეული

BM.GE
08.04.22 09:22
217
ამერიკულმა გამოცემა Time-მა მიმდინარე წლის ყველაზე გავლენიანი კომპანიების ასეული გამოაქვეყნა. მათ შორის მოხვდა ცნობილი მოდის სახლი Balenciaga, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა. დემნა კომპანიაში აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებს. Time-ის განცხადებით, Balenciaga-ს წარმატებაში ქართველ დიზაინერს უდიდესი წვლილი მიუძღვის. გამოცემის შეფასებით, დემნას მიდგომამ მოდის ინდუსტრია შეარყია.