მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველისციხეში ახალი ტურისტული ობიექტი "ველისციხური" ამოქმედდა

BM.GE
01.05.19 09:44
1107
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეს კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი შეემატა. მე-19 საუკუნის მარანი ,,ველისციხური“ აერთიანებს უძველეს ქვევრებს და ღია ვერანდას. მარანში მისულ სტუმარს საშუალება აქვს კახური ღვინო და ტრადიციული კერძები დააგემოვნოს. მარანში განთავსებულია ქვევრები, რომელიც 40 ტონა ყურძენს იტევს. მარნის მფლობელის, მაია არუთინოვის თქმით, მარნის ტერიტორია გასულ წლებში მთლიანად მიწით იყო დაფარული, მისი გასუფთავების შემდეგ კი დაზიანებული კედლები, რომელიც ძველი არქიტექტურით არის აშენებული თავად აღადგინეს.

 https://agromedia.ge/2019/04/24/sophel-velistsikheshi-akhali-turistuli-obieqti-velistsikhuri-amoqmedda/.