14.სექტემბერი.2018 12:36
საზოგადოება

"ცენტს პოინტი“ დაზარალებულებს ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას სთავაზობს

"ცენტს პოინტი“ დაზარალებულებს ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას სთავაზობს
როგორც bm.ge-სთვის გახდა ცნობილი კომპანია "ცენტრ პოინტი" დაზარალებულებს ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას სთავაზობს. ხელშეკრულების პროექტი კომპანიის კლიენტების ნაწილისთვის უკვე ცნობილია. დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვავაში, კლიენტები "ცენტრ პოინტთან" ახალ სამართლებრივ ურთიერთობაში შევლენ და ახალ უფლება-მოვალეობებს აიღებენ საკუთარ თავზე. "ცენტრ პოინტი" ვალდებულებულებას იღებს შეასრულოს სამშენებლო სამუშაოები და მყიდველისთვის გადასაცემად მოამზადოს ქონება. რაც შეეხება კლიენტებს, მათ გადასახდელი თანხები სრულად უნდა დაფარონ.

"იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი არ გადაიხდის ნასყიდობის ფასს წინამდებარე ხელშეკრულების "ბ" დანართით დადგენილ ვადებში, გამყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს დაუბრუნოს მყიდველის მიერ რეალურად გადახდილი თანხა სრულად მხოლოდ მაშინ, როცა მოხდება გამყიდველის მიერ ქონების ახალ მყიდველზე რეალიზაცია სულ მცირე მყიდველისათვის დასაბრუნებელი თანხის ფასად და რეალიზებული ფართის მთლიანი ღირებულების სრულად მიღება ახალი მყიდველისგან, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.“-ნათქვამია ხელშეკრულების ერთ-ერთ მუხლში.

ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, დაუსრულებელი ობიექტები 3 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია ასევე უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა კიდევ 1 წლით გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ცენტრ პოინტის" დაუსრულებელი მშენებლობები, შესაძლოა m2-მა დაასრულოს, რის სანაცვლოდაც ის კომპანიის თავისუფალ აქტივებს მიიღებს საკუთრებაში. წინასწარი ხელშეკრულებით, რომელიც ორ კომპანიას შორის აპრილის თვეში გაფორმდა, ოქტომრის დასაწყისისთვის "ცენტრ პოინტმა" რამოდენიმე ვალდებულება უნდა შეასრულოს, მათ შორისაა, კლიენტებთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმებაც. M2-ი მხოლოდ წინასწარი ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაში აპირებს აიღოს მშენებლობების დასრულების ვალდებულება.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი



20.ნოემბერი.2018 22:10
911

"14% ცდომილება სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია"

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 19:00
91

13 წლის გოგონას გამოგონება უსინათლოებისთვის

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 17:43
106

სადაზღვევო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 15:19
59

საქართველოს ბანკის პარტნიორობით popXspotlight-ი გაიმართა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:19
53

თიბისი ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:02
51

"ვენდის" ამერიკულ რესტორნებში მონატრებული პრეტცელ ბურგერი დაბრუნდა

ვრცლად