01.აპრილი.2016 14:10
ეკონომიკა

"ბოლო ორ თვეში, სახელმწიფომ ათეულობით მილიონი დაზოგა, სადაზღვევო სფეროში მედიკამენტების დასაფინანსებლად"

"ბოლო ორ თვეში, სახელმწიფომ ათეულობით მილიონი დაზოგა, სადაზღვევო სფეროში მედიკამენტების დასაფინანსებლად"
„ბოლო ორ თვეში, სახელმწიფომ ათეულობით მილიონი დაზოგა, სადაზღვევო სფეროში მედიკამენტების დასაფინანსებლად“, - ამის შესახებ, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხის დაზოგვა ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას“ მედიკამენტების შემოტანას უკავშირდება.
 
""ჰუმანითი ჯორჯიას" შესახებ, ძალიან ბევრი იწერება და ეტყობა ძალიან ბევრს არ მოსწონს, ის რომ საქართველოში მნიშვნელოვნად დაეცა ფასები და არ მოსწონს ის რომ შემოდის მედიკამენტები.

უნდა გითხრათ რომ, მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, რაც "ჰუმანითის" გარკველი მედიკამენტები გაჩნდა და ამან მნიშნელოვნად დააგდო ფასები, უკვე რამდენიმე ათეულობით მილიონი ლარი დაზოგა სახელმწიფომ სადაზღვევო სფეროში მედიკამენტებზე დასაფინანსებლად. ასევე მნიშვნელოვანი შეღავათი ნახეს ფიზიკურმა პირებმა.

ეს პირველი ეტაპია და ამ მედიკამენტების მხოლოდ მცირე ნაწილია შემოსული", - განაცხადა საგანელიძემ.

რაც შეეხება "ჰუმანითი ჯორჯიას" ფარმაცევტულ ქარხანას, საგანელიძის განცხადებით, მისი საწესდებო კაპიტალი, დაახლოებით 64 მილიონი იქნება.

"ჯერ საწარმოს დამფუძნებელთა დოკუმენტზე შეთანხმებულები არ ვართ. ეს იქნება დაახლოებით 64 მილიონი საწესდებო კაპიტალის ინსტიტუტი, რომლის უკანაც მაშკევიჩის ბანკი იქნება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.



16.თებერვალი.2019 20:10
1057

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

ვრცლად
16.თებერვალი.2019 19:30
1180

ბიზნესომბუდსმენი: "ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიფრთხილე სჭირდება"

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:30
1314

გაზსაცავის წინასამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმება

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:00
1419

რა თანხა დაიხარჯა ონში უხარისხოდ დაგებულ გზებზე? – აუდიტის დასკვნა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:40
1759

2018 წლის იანვართან შედარებით, ქარის სადგურის გამომუშავება 8%–ით შემცირდა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:00
933

მთავრობა ქარსაცავი ზონების მოწესრიგებისთვის კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს

ვრცლად