მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არტ-ვილა გარიყულას შამპანური

BM.GE
29.03.19 09:39
1572
გასული საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, შიდა ქართლის სოფელი ახალქალაქი (ძველი „მეფეთა ქალაქი“ კასპის მახლობლად), შთამბეჭდავი ლანდშაფტითა და ფერთა პალიტრით, ქართველ მხატვართა და კინემატოგრაფისტთა რამდენიმე თაობის შთაგონების წყარო იყო. ახალქალაქის განაპირას მდებარე არტ-ვილა "გარიყულა" თხუთმეტი წელია სამუშაო გარემოს ქმნის ერთ გუნდად შეკრული არტისტებისთვის. გარიყულა ალბათ ბევრმა იცის და ყველას თავისი აღქმა აქვს იმ სივრცისა, რომელიც 1885 წელს აშენდა და ძალიან საინტერესო წარუსლ ისტორიასთან ერთან კიდევ უფრო საინტერესო აწმყოს ქმნის. ეს ადგილია სადაც ყველა არტისტი თავს სახლში გრძნობს სადაც თავსისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ წლებია უკვე რეგიონალური ბაზა ყველა იმ ადამიანისთვის შეიქმნა ვისაც ქართული კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების გაცნობა სურს. ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ თავისი წილი შექმოქმედება ამ საოცარ ადგილას ბიზნეს მედია საქართველომაც იპოვა, დიახ საქმე რომელიც ბიზნესია. მისი სახელი კი შაპიდონია და ეს არის ყურძნიდან მიღებული მასალა, რომელიც ძველი ფრანგული „წინაპრების მეთოდით“ ბოთლში იგაზება.

სტუმრები: ყარამან ქუთათელაძე - "არტ-ვილა გარიყულა", დამფუძნებელი, მხატვარი;
ჯაბა მუჯირი - "შაპიდონი", დამფუძნებელი