მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნეს სექტორში 48,4 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა, ხელფასები კი 8,3%-ით გაიზარდა"

5661881e83ee4
BM.GE
04.12.15 16:29
1477
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბიზნეს-სექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა 2015 წლის III კვარტალში 961,1 ლარი შეადგინა, რაც 12,8% (109.4 ლარით) აღემატება 2015 წლის I კვარტლის, ხოლო 8,3% (73.5 ლარით) აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემს.
 
"აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი გზით ვითარდება და მთავრობა ყველაფერს აკეთებს როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე დასაქმების ხელშეწყობისთვის.

"2015 წლის მე-3 მონაცემებით, ბიზნეს სექტორში 48,4 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა (9.3% ზრდა) ვიდრე ეს იყო გასული წლის იმავე პერიოდში. სულ დასაქმებულთა რაოდენობამ შეადგინა 568,6 ათასი ადამიანი. აქედან, 2015 წლის მე-3 კვარტალში, 2011 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 208 569 კაცით (57.9%-ით)" - განაცხადა მინისტრმა.