მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაზა ფაჩულიას სახელობის II საკალათბურთო მოედანი გორში გაიხსნება

BM.GE
06.12.18 10:22
1084
გაზაფხულისთვის გორელი ახალგაზრდებისათვის ახალი საკალათბურთო სტადიონი აშენდება. საჯარო და კერძო სექტორის კარგი თანამშრომლობის ნიმუშად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგი ახალი ამბავი სპორტის მოყვარულებს და ჯერ ისევ პასიურ ახალგაზრდებს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამცნეს. ზუსტად ამ ადგილას ზაზა ფაჩულიას სახელობის რიგით მეორე საკალათბურთო მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი თავის მხრივ საკალათბურთო მოედანი ნავთობკომპანია „გალფის“ ორგანიზებითა და დაფინანსებით გაკეთდება.