13.მარტი.2018 21:00
საფინანსო სექტორი

"ბანკებმა, შესაძლოა, კაპიტალის ბაზრის რეფორმის მონოპოლიზება მოახდინონ"

"ბანკებმა, შესაძლოა, კაპიტალის ბაზრის რეფორმის მონოპოლიზება მოახდინონ"
არსებობს რისკი, რომ ბანკებმა კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესის მონოპოლიზება მოახდინონ,- ამის შესახებ bm.ge-სთან PMCG-ის ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს.

მისი თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება, რომ ეს პროცესი დაარეგულიროს.

"საინტერესოა, რამდენად მოვახერხებთ იმას, რომ ბანკების გარდა საერთაშორისო მოთამაშეები იყვნენ მოთამაშეები საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და არ შევიზღუდოთ მხოლოდ ქართული ბანკების მონაწილეობით.

დღეს საქართველოში განსაკუთრებით კარგადაა განვითარებული საბანკო სექტორი და გასაგებია მათი აქტიური ჩართულობა ამ პროცესში. თუმცა, მათმა ჩართულობამ არ უნდა მოახდინოს პროცესის არასახარბიელოდ წარმართვა, აქ განსაკუთრებული როლი ენიჭება ეროვნულ ბანკს, როგორც ზედამხედველს და მისი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ იყოს ეს პროცესი მონოპოლიზებული ბანკების მიერ და ბანკების ინტერესი არ იდგეს დიდი მიზნის წინააღმდეგობაში. დღეს ამის რისკი არის",- აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



18.ივნისი.2018 19:39
8

ქართული კომპანიების აქციების ფასი

ვრცლად
18.ივნისი.2018 19:39
39

ქართული ევროობლიგაციების მიმოხილვა

ვრცლად
18.ივნისი.2018 18:02
7

ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხზე საზაფხულო აქცია დაიწყო

ვრცლად
18.ივნისი.2018 09:05
123

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად
16.ივნისი.2018 12:20
153

თიბისი კაპიტალმა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის კვლევა ჩაატარა

ვრცლად
15.ივნისი.2018 20:20
546

საბროკერო კომპანიებს დამატებითი რეგულაციები დაუწესდათ

ვრცლად