მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონის პროექტის განხილვას იწყებს

BM.GE
27.06.18 16:43
1081
პარლამენტი შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონის პროექტის განხილვას იწყებს. აქ თავმოყრილია ის ძირითადი მიზნები, რასაც სამშენებლო სექტორმა და უკვე არსებული შენობა-ნაგებობების მესვეურებმა სახელმწიფოს დახმარებით უნდა მიაღწიონ. ამ კანონის მიღების საფუძველი არის საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანება. თუმცა მხოლოდ ეს არ არის, რაც ჩვენმა ქვეყანამ ენერგეოეფექტურობის მიმართულებით უნდა გააკეთოს. კანონპროექტის ავტორია ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც განმარტავს, რომ შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდას, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, ტექნოლოგიების განვითარება, ჰაერის, წყლისა და მიწის დაბინძურების შემცირება, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება და სხვა დადებითი გვერდითი ეფექტებიც ექნება.