10.მარტი.2016 15:44
საზოგადოება

"ახალი მზიურის" საპროექტო სამუშაოები დასრულდა

"ახალი მზიურის" საპროექტო სამუშაოები დასრულდა
ორგანიზაცია "მზიანმა" ახალი მზიურის საპროექტო სამუშაოები დაასრულა და ის განსახილველად და დასამტკიცებლად თბილისის მერიას გადაეცა. როგორც პროექტის ავტორი, ანა გოგუაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, სარემონტო სამუშაოები დაახლოებით 1 კვირაში დაიწყება. ადგილზე მოხდება ამფითეატრისა და კაფის რესტავრაცია. ამფითეატრი სხვადასხვა ღონისძიებებს აპრილიდან უმასპინძლებს. რაც შეეხება კაფეს, ის სოციალური იქნება და მასში შშმ პირები დასაქმდებიან, თუმცა ამ ეტაპზე "მზიანი" მის სრულად ასამოქმედებლად ინვესტორებს ეძებს.
 
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მზიურში მდებარე ამფითეატრი და კაფის შენობა ორგანიზაცია "მზიანს" სარგებლობის უფლებით გასული წლის ბოლოს გადასცა.

პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მოეწყობა პანდუსები და მოაჯირები. უსინათლოთათვის გაკეთდება სანიშნეები, მენიუსა და საინფორმაციო ბუკლეტებზე გამოყენებული იქნება ბრაილის შრიფტი. სმენის არ მქონე პირთათვის გაკეთდება სპეციალური ნიშნები.

"პირველად საქართველოში იარსებებს სრულიად ადაპტირებული და ხელმისაწვდომი სივრცე, რომელიც მოსახერხებელი იქნება, როგორც ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, ისე ხანდაზმულებისა და ბავშვებისთვის", - განმარტავენ "მზიანში".



12.ნოემბერი.2018 20:25
170

რას უნდა ელოდოს მეწარმე 2019 წლიდან საგარანტიო ფონდისგან?

ვრცლად
12.ნოემბერი.2018 19:44
411

თბილისის გენერალურ გეგმაში დამატებითი ცვლილებები შევიდა

ვრცლად
12.ნოემბერი.2018 19:26
160

საახალწლო მენიუ სოციალურად დაუცველებისთვის

ვრცლად
12.ნოემბერი.2018 18:26
461

ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

ვრცლად
12.ნოემბერი.2018 18:26
307

ირმა ქავთარაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

ვრცლად
12.ნოემბერი.2018 17:47
69

სახელმწიფო ვალის მოცულობა გაიზარდა

ვრცლად