20.მარტი.2016 11:46
ეკონომიკა

"აწარმოე მთაში", - მაღალმთიან დასახლებებში პროექტების დასაფინანსებლად ახალი პროგრამის ამოქმედება იგეგმება

"აწარმოე მთაში", - მაღალმთიან დასახლებებში პროექტების დასაფინანსებლად ახალი პროგრამის ამოქმედება იგეგმება
მაღალმთიან დასახლებებში ბიზნეს აქტივობის წახალისების მიზნით, შესაძლოა ახალი სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე მთაში" ამოქმედდეს. რას გულისხმობს აღნიშნული პროგრამა, ვინ შეიძლება მისით ისარგებლოს და რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ ბენეფიციარებს, - აღნიშნული თემის დეტალებით “ბიზნესკონტაქტთან“ მთის განვითარების საბჭოს წევრი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი, ოთარ კონჯარია საუბრობს.
 
- ბატონო ოთარ, ეს პროექტი კონკრეტულად რომელი სამინისტროს, ან უწყების ქოლგის ქვეშ განხორციელდება?

- მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარდა იმისა, რომ აღნიშნული კანონით სოციალური შეღავათების დაწესება ხორციელდება, ასევე მაღალმთიან დასახლებებში ბიზნეს აქტივობების წახალისება და იქ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა, რომელიც საბოლოო ჯამში ისევ იქ მაცხოვრებელ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, რომ უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ, დასაქმდნენ და სოციალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. თვითონ კანონით საგადასახადო შეღავათებია განსაზღვრული. გარდა ამისა, კანონით განისაზღვრა, რომ მთის განვითარების ფონდი უნდა შეიქმნას, ამ მიმართულებით 2016 წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია. სწორედ ამ ფონდიდან უნდა მოხდეს სახსრების მიმართვა მაღალმთიან დასახლებებში წარმოების ხელშეწყობისათვის, შეიძლება ეს ერთი კომპონენტი იყოს.

- რა მიმართულებებით მოხდება ამ 20 მილიონი ლარის გადანაწილება?

- ერთის მხრივ, ეს არის საწარმოების განვითარებისთვის, ახალი საწარმოების შექმნისთვის. მეორეს მხრივ, შეიძლება ნაწილი ამ ფონდიდან მიმართული იქნეს მაგალითად, ამ მაღალმთიან დასახლებებში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. დღეს სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა.

- რეალურად ფონდი ფიზიკურ პირთან თანამონაწილეობაში შევა? საინტერესოა ინიციატორი ვინ იქნება, იდეები საიდან წამოვა?

- მიზნად ისახავს, რომ ადგილზე წარმოშობილი იდეების დაფინანსება მოხდეს. ამ ეტაპზე სწორედ ამ ფონდიდან სახსრების განკარგვის წესთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა და სწორედ ის უწყებები განისაზღვრება, რომლებიც შემდგომში უშუალოდ განმახორციელებლები იქნებიან, სადაც მოქალაქეებს, თუ ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ ამ უწყებებს მიმართონ და თავიანთი წინადადებები, იდეები მიიტანონ. ეს გულისხმობს, როგორც ახალი, დამწყები ბიზნესმენების იდეების დაფინანსებას, ასევე არსებული საწარმოების გაფართოვებაა შესაძლებელი.

- ჩამოყალიბებული თუ გაქვთ ხედვა რა იქნება თანადაფინანსების წილი და ასევე რისკ-ფაქტორზე მინდა გკითხოთ - როგორ მოხდება მთაში მცხოვრები თანამოქალაქეების მხრიდან წამოსული იდეების შეფასება?

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში“. შეიძლება სწორედ ამ ინსტრუმენტის გამოყენება მოხდეს ამ მიმართულებით, ან კიდევ უფრო გამარტივდეს. მთის განვითარების ფონდიდან დაფინანსება მოხდება მხოლოდ მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაზე და ამ არეალში საწარმოების შექმნასთან ან მის განვითარებასთან დაკავშირებით.

იდეების შეფასების მიმართულებით, მუშაობა მიმდინარეობს. სხვადასხვა მოდელების განსხვავებული მიდგომები განიხილება. დაინტერესებული პირების გადამზადება მოხდება და ა.შ.

- "აწარმოე საქართველოში" მთელ საქართველოს მოიცავს. მთაში მცხოვრებ ადამიანებსაც შეუძლიათ ამ პროგრამით ისარგებლონ. ახალს რას შესთავაზებს, რა იქნება ის ნოვაცია, რომელსაც ამ შემთხვევაში მთის მოსახლეობა "აწარმოე მთაში"-ის ფარგლებში მიიღებენ?

- "აწარმოე მთაში" ეს სიმბოლურია. აქ საუბარია იმაზე, რომ უპირველეს ყოვლისა, მესმის, რომ დუბლირება არ უნდა მოხდეს, მაგრამ აქ აქცენტების გაკეთებაა უმთავრესი, რომ ეს სახსრები მიმართული იყოს ერთის მხრივ მაღალმთიან დასახლებებში, როგორც ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის, ასევე საბოლოო ჯამში ამან შედეგი უნდა იქონიოს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის მათი შემოსავლის ზრდის კუთხით. შესაბამისად, ჩვენ ბუნებრივია, ვგეგმავთ რომ ისეთი სახელმწიფო პროგრამა შეიქმნას, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს და სწორედ მაღალმთიან დასახლებაში ასეთი ტიპის აქტივობებს წაახალისებს. დღეს რთულია ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია.

- რამდენად მოცულობითი იქნება ეს ყველაფერი ბიზნეს სექტორების მიხედვით. მაგალითად, ტურიზმის კომპონენტს რამდენად მოიცავს?

- შესაძლებელია ეს მიმართული იყოს იგივე ტურისტული მიმართულების ობიექტების წახალისებისკენ და ბუნებრივია, ვინაიდან მაღალმთიანი რეგიონები ძირითადად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არიან დაკავებული, ამ მიმართულებაზეც იქნება აქცენტი გამახვილებული.

- რამდენად იქნება პრევენციული მექანიზმები ამუშავებული მაგალითად, იმისთვის, რომ ბარში საწარმო ან ფიზიკური პირი დარეგისტრირებული არ იყოს და მან საკუთარი საქმიანობა ისე გაასაღოს, რომ ვითომ მთაში ოპერირებს. ამ გაყალბებას ინფრასტრუქტურის სამინისტრო რას დაუპირისპირებს?

- მთავრობის მიერ დადგენილებაა მიღებული მაღალმთიანი რეგიონის საწარმოს სტატუსის მინიჭების თაობაზე და იქ მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ საწარმო თუ არ მდებარეობს და არ ფუნქციონირებს უშუალოდ მაღალმთიან დასახლებაში, ასეთი საწარმო სტატუსს ვერ მიიღებს. ანუ ის საკითხი, რომ მთაში დარეგისტრირდეს და მერე საქმიანობა ბარში აწარმოოს, ასეთი რამ გამორიცხულია. შესაბამისად, ამისი მონოტორინგი და მუდმივი გადამოწმება ხორციელდება.



16.ნოემბერი.2018 19:20
415

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შედეგები

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 18:24
113

ბანკებში 1 638 536 190 ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:09
95

საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში 6.8 % -ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:42
174

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.57 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:26
125

ბლოკჩეინში უკვე 1 500 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:10
153

"სახელფასო ბიუჯეტში უმნიშვნელო ზრდა არის"

ვრცლად