05.მარტი.2016 13:58
მსოფლიო

"აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზება მაშინაა შესაძლებელი, როცა ამერიკა აღიარებს, რომ მსოფლიოს ბატონ-პატრონი არ არის"

"აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზება მაშინაა შესაძლებელი, როცა ამერიკა აღიარებს, რომ მსოფლიოს ბატონ-პატრონი არ არის"
ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის აიათოლაჰ ხამენეის წარმომადგენელი თავრიზის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მუჰამედ ანვერი სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის ისლამური რესპუბლიკების მხრიდან ირანისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას აშშ-ის გავლენით ხსნის.
 
ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის წარმომადგენელმა თავრიზის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუჰამედ ანვერმა თავრიზში მყოფ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"დასავლეთთან შეთანხმების ფარგლებში, ორივე მხარემ დათმო რაღაც, მაგრამ ჩვენ, როგორც ისლამურ სახელმწიფოს, მთავარი პრინციპებიდან არ გადაგვიხვევია. ამ დათმობებით კი ორივე მხარე ვიყავით მოგებული. დასავლეთი თუ თავის პირობებს შეასრულებს, ირანი მოლაპარაკებებს და დათმობების მხარდაჭერას გააგრძელებს. იყო რამდენიმე ქვეყანა, უფრო მათი ხელისუფლებები, რომლებიც მოტყუებული იყვნენ ამერიკის პოლიტიკის მხირდან. ჩვენ ამ მუსლიმი ქვეყნების მიმართ ნაწყენი არ ვართ, რადგან ჩვენ ამ ქვეყნების ლიდერებთან კი არა, ხალხთან გვაქვს კავშირი. ჩვენ ის ხალხი გვაინტერესებს, რომელიც ისლამური რევოლუციის პრინციპებს იზიარებდა", - აღნიშნა მან.
ჟურნალისტების კითხვაზე - საერთაშორისო სანქციების მოხსნის შემდეგ, რა პოტენციალს ხედავენ ირან-აშშ-ის შორის ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით, მუჰამედ ანვერმა აღნიშნა, რომ ეს აშშ-ის ლიდერების პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

"მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ირანელ და ამერიკელ ხალხს ერთმანეთი გვიყვარდა და გვიყვარს. ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული პრობლემების და ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი ამერიკელი ლიდერებია და არა ამერიკელი ხალხი. ვიდრე ამერიკის ლიდერები თავიანთ ნეგატიურ პოლიტიკას არ შეეშვებიან, ირან-აშშ-ის შორის ურთიერთობები, არა მგონია, ახალ ეტაპზე გადავიდეს. ურთიერთობების ნორმალიზების შანსი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ამერიკის ხელისუფლება თავის ნეგატიურ პოლიტიკას შეცვლის და აღიარებს, რომ მსოფლიოს ბატონ-პატრონი არ არის. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ჩვენც შევცვლით მიდგომებს და შესაძლებელია, ირანსა და აშშ-ს შორის კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს", - განაცხადა თავრიზში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის აიათოლაჰ ხამენეის წარმომადგენელმა თავრიზის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუჰამედ ანვერმა.

ცნობისთვის, საქართველოში ირანის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით, ქართველი ჟურნალისტები თავრიზში 2-4 მარტს იმყოფებოდნენ.
ავტორი: თელარა გელანტია



27.მაისი.2018 17:23
317

Netflix-ის წარმატებული პროექტები

ვრცლად
24.მაისი.2018 21:00
904

The Economist ქართულ "ანტი-მოდაზე" წერს

ვრცლად
24.მაისი.2018 20:07
60

Deutsche Bank 7 000 თანამშრომელს დაითხოვს

ვრცლად
24.მაისი.2018 19:26
405

Forbes-მა 2018 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები დაასახელა

ვრცლად
23.მაისი.2018 20:46
226

კომპიუტერულმა ვირუსმა 54 ქვეყანაში ნახევარი მილიონი მოწყობილობა დააზიანა

ვრცლად
23.მაისი.2018 20:10
401

Euronews ბათუმზე ვიდეოს ავრცელებს

ვრცლად