10.მარტი.2016 12:25
ეკონომიკა

"ანაკლიის პორტმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მნიშვნელობა ახალ აბრეშუმის გზაზე"

"ანაკლიის პორტმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მნიშვნელობა ახალ აბრეშუმის გზაზე"
ქალაქ ვაშინგტონში მიმდინარე გლობალური ინფრასტრუქტურული ფორუმის ფარგლებში, ფორუმის ორგანიზატორებისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ორგანიზებითა და აშშ–ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიღება გაიმართა, რომელიც საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.
 
ვიცე–პრემიერმა ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მისი მოსახლეობისთვის, არამედ რეგიონისთვის და ისეთი გლობალური სატრანსპორტო–ლოგისტიკური მიმართულებისთვის, როგორიცაა ახალი აბრეშუმის გზა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გლობალური ინფრასტრუქტურის ფორუმი ის პლატფორმაა, სადაც ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებას გააცნონ წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მათ ქვეყნებში მიმდინარეობს ან სამომავლოდ უნდა განხორციელდეს. მისი განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წარდგენა მსოფლიო მასშტაბით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამით აღნიშნული პროექტი საერთაშორისო მასშტაბით გაცილებით ცნობადი გახდა და მიიღებს ყველა მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რაც პროექტს განხორციელებისთვის ესაჭიროება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტში, მხოლოდ პირველ რამდენიმე ფაზაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 550 მილიონზე მეტი უნდა განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარება, რომელიც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციაა და შექმნის რამდენიმე ათეულ ათას ახალ სამუშაო ადგილს.

"ეს არის ის სიკეთე, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას ანაკლიის პორტის განვითარებამ უნდა მოუტანოს და გააძლიეროს საქართველოს მნიშვნელობა აბრეშუმის გზაზე", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



 



21.მარტი.2019 00:40
101

კრედიტორების მიერ დაფინანსებული 14 პროექტი, რომელზეც 2018 წელს მიღებული თანხა არ დახარჯულა

ვრცლად
21.მარტი.2019 00:10
66

CMD-ის მმართველი პარტნიორი: „სოფლის მეურნეობაში 30-წლიანი ჩამორჩენა გვაქვს“

ვრცლად
20.მარტი.2019 23:14
285

„ამ კანონპროექტს ელოდება თითოეული ჩვენი მოქალაქე“, - წულუკიანი მასშტაბურ რეფორმას აანონსებს

ვრცლად
20.მარტი.2019 23:02
87

პრემიერი, ნატო-თან დაახლოების კუთხით, 2019 წელზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს

ვრცლად
20.მარტი.2019 22:48
1197

საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს - პრემიერი ანალიტიკოსების დასკვნას ელოდება

ვრცლად
20.მარტი.2019 22:36
197

მამუკა ბახტაძე: პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემას ცოტა ვადროვოთ

ვრცლად