15.მარტი.2019 18:28
ეკონომიკა

"ანაკლიის კონსორციუმს დავეხმარებით ინვესტიციის განხორციელებაში"

"ანაკლიის კონსორციუმს დავეხმარებით ინვესტიციის განხორციელებაში"
ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის გამოძიებას და ანაკლიის პორტის პროექტს ერთმანეთთან არ აკავშირებს. ცქიტიშვილი ამბობს, რომ ისინი აგრძელებენ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" თანამშრომლობას, რათა მათ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება შეძლონ.

"მგონი ჩვენ ყოველთვის და ყველანი ვართ დაინტერესებულები იმით, რომ გამოძიება დასრულდეს სწრაფად, წარიმართოს ეფექტურად და გამჭვირვალედ და გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ყველამ მივიღოთ პასუხი.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, მე ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არ დავაკავშირებდი. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არის ინვესტორი, რომელმაც ამ პროექტის განხორციელების ვალდებულება აიღო.

ჩვენ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდით და ახლაც ვაგრძელებთ კონსორციუმთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ ამ ინვესტიციის განხორციელებაში და ამდენად, ამ მიმართულებით, მეც დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი თანამშრომლობას"-აცხადებს მაია ცქიტიშვილი.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე



19.მარტი.2019 20:30
79

იტალიის ელჩი თიბისის საქმეზე: მსგავსი ფაქტები ქვეყნის იმიჯისთვის კარგი არ არის

ვრცლად
19.მარტი.2019 20:20
112

როდის გამოქვეყნდება FT-სსა და The Economist-ში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი ვაკანსია?

ვრცლად
19.მარტი.2019 19:50
40

ჰონგ–კონგის დელეგაცია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს სწავლობს

ვრცლად
19.მარტი.2019 19:30
192

2019 წლის ყველაზე ინოვაციური კომპანიების რეიტინგი

ვრცლად
19.მარტი.2019 19:26
216

ჰონგ კონგის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტით დაინტერესდნენ

ვრცლად
19.მარტი.2019 19:10
31

"მეტრა დეველოპმენტი" განცხადებას ავრცელებს

ვრცლად