მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსი საქართველოში - ავიამიმოსვლის შეზღუდვა, კონტროლი საბაჟოზე-პრევენციური ღონისძიებები

BM.GE
27.02.20 18:29
1138
კორონავისურისის ბოლო მონაცემებით ვიწყებთ გამოშვებას, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 82,446 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 2808 ადამიანი, ხოლო გამოჯამრთელებულია 33 179 ადამიანი. ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთსა და სამხრეთ კორეაშია დაფიქსირებული, ასევე გარდაცვალებულთა მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ირანში, ამ დროისთვის 26 ადამიანია გარდაცვლილი. კორონავირუსის გავრცელების გამო, ამ მხრივ მაღალი რისკის ქვეყნებთან - ჩინეთთან და ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია, გარდა ამისა, ირანთან სახმელეთო საზღვარი ორი კვირით ჩაიკეტა. ეს არის ერთ-ერთი პრევენციული ხასიათის ღონისძიება, რასაც ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობა ატარებს. რა დამატებითი ზომები იქნა მიღებული ბოლო საათების განმავლობაში?