15.აპრილი.2018 23:05
მსოფლიო

"ამერიკა რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს"

"ამერიკა რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს"
გაეროში აშშ-ს ელჩის, ნიკი ჰელის განცხადებით, ორშაბათს ტრამპის ადმინისტრაცია ახალ სანქციებს დააანონსებს რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს ახალი სანქციები გამომდინარეობს იმ ძლიერი გზავნილიდან, რომელიც ამერიკამ გააკეთა ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჰელის ცნობით ახალ სანქციებს აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, სტივენ მინუჩინი გამოაცხადებს.

აშშ-ს ელჩმა გაეროში ასევე გააკრიტიკა რუსეთი მისი ქმედებების გამო უკრაინაში, ვენესუელასა და სირიაში, ასევე სკრიპალის საქმეზე. საქართველო მის გამოსვლაში ნახსენები არ იყო.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს, რის შედეგადაც რუსულ საფონდო ბირჟებს, კომპანიებსა და მილაირდერებს ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგათ.
ავტორი: ლევან თაღიაშვილი


25.აპრილი.2018 21:00
84

ბათუმის ბულვარს ხე-მცენარეები ემატება

ვრცლად
25.აპრილი.2018 20:00
100

ყველაზე აქტიური უნივერსიტეტები მედიაში

ვრცლად
25.აპრილი.2018 19:00
66

საქართველოსა და ევროპის ელექტროხაზით დაკავშირების პროექტის ღირებულება $3 მილიარდს შეადგენს

ვრცლად
25.აპრილი.2018 18:09
547

"საქართველოში რეალიზებული გუდის ყველის 80% ფალსიფიცირებულია"

ვრცლად
25.აპრილი.2018 17:52
83

სებ-მა კომერციული ბანკების დაჯარიმების წესი განსაზღვრა

ვრცლად
25.აპრილი.2018 17:52
24

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს ნებართვის მიღება მოუწევთ

ვრცლად