04.თებერვალი.2016 12:12
ბიზნესი

"აირზენა" ევროპის მიმართულებით რეისებს, სავარაუდოდ ზაფხულიდან აღადგენს

"აირზენა" ევროპის მიმართულებით რეისებს, სავარაუდოდ ზაფხულიდან აღადგენს
ავიაკომპანია "აირზენა" ფლოტის განახლებას იწყებს. "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორის გივი დავითაშვილის განცხადებით, ზაფხულში კომპანია "Embraer"-ის საშუალო მოცულობის თვითმფრინავის შემოყვანას გეგმავს.
 
"ამ დროისთვის კომპანიას "ბოინგის" და "სიარჯის" ტიპის თვითმფინავები ჰყავს და აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ფლოტის განახლებაზე. ახალ თვითმფრინავს სავარაუდოდ ლიზინგის ხელშეკრულებით შევიძენთ. საჰაერო ხომალდის ღირებულება 30 მილიონი დოლარი მაინც ჯდება, რისი ყიდვის ფუფუნებაც, ამ ეტაპზე არ გვაქვს", -აცხადებს "აირზენას" გენერალური დირექტორი.

"ჯორჯიან ეარვეისს" ამ ეტაპზე პრობლემები აქვს. კომპანიამ 1-ლი თებერვლიდან მგზავრთა შემცირებული ნაკადის გამო რეისები ევროპის ყველა მიმართულებით შეაჩერა. "აირზენა" მხოლოდ მოსკოვისა და თელავივის მიმართულებით ინარჩუნებს რეისებს, თუმცა როგორც "ბიზნესკონტაქტისთვის" მიცემულ ინტერვიუში კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, ევროპის მიმართულებით რეისებს სავარაუდოდ ზაფხულიდან აღადგენენ. დაგეგმილია ასევე ჩარტერული რეისების დამატება და ე.წ ბონუს პროგრამის ამოქმედება. გივი დავითაშვილის განცხადებით, ნაფრენი მილების შესაბამისად მგზავრები ქულების დაგროვებას და ფასდაკლებებით სარგებლობას შეძლებენ.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



27.მაისი.2018 16:00
125

ქართული მიკრომწვანილი ექსპორტზე გავიდა

ვრცლად
27.მაისი.2018 14:37
76

„ჩააქსოვე“- ახალი ქართული ბრენდი ბაზარზე

ვრცლად
27.მაისი.2018 11:20
304

ქუთაისის თიზის მიმართ ჩინური კომპანიების ინტერესი იზრდება

ვრცლად
27.მაისი.2018 10:33
973

TAV: "თბილისის აეროპორტი კიდევ გაფართოვდება"

ვრცლად
26.მაისი.2018 13:30
209

ანზორ ქოქოლაძე: ტექნიკის ბაზარი 20%-ით შემცირდება

ვრცლად
25.მაისი.2018 21:00
820

რუსეთის უმდიდრეს 200 ბიზნესმენს შორის 3 ქართველია

ვრცლად