მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაყიდის თუ არა წელს მთავრობა "საქართველოს ფოსტას"?

BM.GE
09.05.19 14:49
1390
საქართველოს ფოსტის შეძენით „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ არიან დაინტერესებულნი, - ამის შესახებ საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ რამდენიმე დღის წინ ფოსტის პრივატიზების საკითხზე საუბრისას განაცხადა, თუმცა აღნიშნულის სურვილი „საქართველოს ბანკში“ არ დაადასტურეს, ხოლო „თიბისიი ბანკში“ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. „საქართველოს ფოსტა“ როგორც საპრივატიზაციო ობიექტი ჯერ არც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული და არაა გამორიცხული, წელს გასაყიდად საერთოდ არ გამოიტანონ.

თინათინ ჩაჩანიძე - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე