მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე ჯარიმები, "ჭკვიანი" კამერების გაუმართავი სისტემა, ნაქირავები ავტონაწილები - PTI რეფორმის გამოწვევები

BM.GE
12.04.22 09:44
832
ტექინსპექტირების რეფორმის საკითხის მნიშვნელობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ტექინსპექტირების რეფორმის აღსრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვები პარლამენტშიც გააჟღერა. ბითაძე ამბობს, რომ რეფორმის ბევრად უფრო ეფექტური აღსრულება უნდა მოხდეს. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა კამერები ტექინსპექტირება არ გავლილ ავტომობილებს ვერ აფიქსირებენ. აქვს თუ არა რეფორმას მხოლოდ აღსრულების ნაწილში ხარვეზები და როგორ მივუახლოვდეთ მინიმალურ სტანდარტებს?

სტუმარი: გიორგი შიოლაშვილი - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი;