14.სექტემბერი.2018 16:48
საზოგადოება

"1 წლის განმავლობაში ანაზღაურება 10 000-მდე პედაგოგს გაეზრდება"

"1 წლის განმავლობაში ანაზღაურება 10 000-მდე პედაგოგს გაეზრდება"
განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, 1 წლის განმავლობაში ანაზღაურება 10 000-მდე პედაგოგს გაეზრდება, მომდევნო წლების განმავლობაში კი სისტემაში მოღვაწე ყველა მასწავლებლის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

"წარდგენილ იქნა განათლების სისტემის რეფორმის ერთიანი ხედვა, რომელიც წლების განმავლობაში განხორციელდება და მოიცავს სკოლამდელ,ზოგად, უმაღლეს, პროფესიულ და მეცნიერულ მიმართულებებს. ვფიქრობთ, ეს პროცესები ძალიან მალე დაგვანახებს იმ შედეგებს, რომელიც გვჭირდება. უახლოეს პერიოდში ეს ეტაპები დაიწყებს განხორციელებას და თქვენ გექნებათ საშუალება ნაბიჯები შეაფასოთ. რაც შეეხებათ პედაგოგებს წარმოდგენილი გვაქვს გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც მათი კვალიფიკაციის გაუმჯობესებას, ასევე მათი მატერიალური პირობების გაუმჯობესებას. 1 წლის განმავლობაში 10 000-მდე პედაგოგს გაეზრდება ხელფასი. ასევე დანარჩენი წლების მიხედვით. მთავარი რაც არის, რეფორმის ბოლოს, 5 წლის თავზე ჩვენ მივიღებთ პედაგოგს რომელსაც ექნება მაღალი ხარისხი და მაღალი ანაზღაურება."- განაცხადა განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ბატიაშვილმა.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე



23.თებერვალი.2019 23:00
823

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ ცენტრს 4 სპეცმანქანა გადასცა

ვრცლად
23.თებერვალი.2019 21:00
1846

ავსტრიელმა რეჟისორმა თუშეთზე ფილმის გადაღება 31 000 ევროთი დააფინანსა

ვრცლად
23.თებერვალი.2019 16:00
1521

დაგროვებით საპენსიო სისტემაში უკვე ნახევარი მილიონი დასაქმებულია ჩართული

ვრცლად
23.თებერვალი.2019 15:32
784

ხვალ, გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

ვრცლად
23.თებერვალი.2019 15:12
888

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის რეაბილიტაცია იწყება

ვრცლად
23.თებერვალი.2019 14:58
432

ეკონომიკის სამინისტრო: 2019-2021 წლებში აბონენტების 90%-ზე მეტი იქნება გაზიფიცირებული

ვრცლად