მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუმსიშვილის მიერ 12 თებერვალს საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილ წერილზე უწყება პირველ განმარტებას აკეთებს

5b532f3e0b493
თათია ჩაფიჩაძე
21.07.18 18:20
1090
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილი მიერ 12 თებერვალს საგამოძიებო სამსახურისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით BM.GE-სთან განმარტებას აკეთებს.

„2018 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრომ წერილობითი თხოვნით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, კომპეტენციის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შესახებ გარკვეული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით.

საგამოძიებო სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა მოწოდებული ინფორმაცია და მიმდინარე წლის 20 თებერვალს, შედეგების შესახებ წერილობით ეცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

აქვე განვმარტავთ, რომ ზემოხსენებული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება არ დაწყებულა.“ - ნათქვამია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.