მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონების ეროვნული სააგენტო კურორტ "ახტალაზე" "ანალიტიკაში" გასულ მასალას ეხმაურება

5c0fc09fe75b8
თამუნა ქემერტელიძე
11.12.18 17:48
1082
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო “ანალიტიკაში” გასულ მასალას ეხმაურება, რომელიც კურორტ „ახტალას“ გაყიდვას ეხება.
სააგენტო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ობიექტის გაყიდივით მიღებული თანხა ბიუჯტს არ მიუღია.

მათი თქმით, ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში მიმდინარე წლის ზაფხულის თვეში საინვესტიციო პირობებით საჯარო ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა და ობიექტის გაყიდვით სახელმწიფო ბიუჯეტმა 3 760 000 ლარი უკვე მიიღო.

“აუქციონის პირობების მიხედვით, 4 წელიწადში ინვესტორმა (შპს გლობალ ვიქთორი ჯეორჯია) ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოაწყოს, რისთვისაც 12 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები არის მიმდინარე და ამ ეტაპზე დარღვევა არ ფიქსირდება”, - აცხადებენ სააგენტოში.

Bmg ბალნეოლოგიური კურორტ “ახტალას“ დირექტორ გიორგი უტიაშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც განცხადებითაც, ამ დროისთვის ახტალას ტერიტორიაზე კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს და კომპანია პროექტირების ეტაპზეა, თუმცა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კურორზე შეიძლება მეჩეთი აჩენდეს უტიაშვილი კატეგორიულად უაყოფს და აცხადებს რომ მსგავსი პროექტი არც ყოფილა და არც მომავალში იგეგმება.

“ახლა ვაპროექტებთ ყველაფერს, გაზაფხულზე უკვე დავიწყებთ 120-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას”, - აცხადებს უტიაშვილი.