მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულია: საქართველოში რეფორმების მიმართ საზოგადოებისა და ინვესტორების ნდობა არსებობს

5c9261365fa25
ლიკა გურაბანიძე
20.03.19 22:14
534
„საქართველოში რეფორმების მიმართ საზოგადოებისა და ინვესტორების ნდობა არსებობს,“ - ასე უპასუხა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ bm.ge-ის ევროკომისარ სესილია მალმსტრომის იმ განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, „აუცილებელია, რეფორმების მიმართ საზოგადოებისა და ინვესტორების ნდობა არსებობდეს“.

ჟურნალისტის კითხვას - კონკრეტულად რა მიმართულებით არის რეფორმების საკითხში ნდობა, ეკონომიკის მინისტრმა არ უპასუხა.

ცნობისთვის: ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი სესილია მალმსტრომი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს კეთილგანწყობა უპირველესად ეფუძნება იმ საერთო ღირებულებებს, რომელთაც საქართველო აღიარებს და ამ ღირებულებას გაფრთხილება ესაჭიროება.

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის განცხადებით, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული ინვესტიციის მოზიდვისთვის არის მნიშვნელოვანი.

"მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს პროგრესი და რეფორმირება სხვადასხვა, მათ შორის კანონის უზენაესობის მიმართულებითაც. ამავდროულად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ რეფორმების მიმართ საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე - ინვესტორების მხრიდან," - განაცხადა სესილია მალმსტრომმა.