მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულია: Gazprom-თან კონტრაქტის საგრძნობ გაუმჯობესებებზე ვლაპარაკობთ

5c4306f526c3c
BM.GE
19.01.19 15:09
1133
"მიმდინარეობს მოლაპარაკებათა პროცესი და სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, წინა კონტრაქტის პირობები მოქმედებას აგრძელებს. ჩვენ საგრძნობ გაუმჯობესებებზე ვლაპარაკობთ ამ კონტრაქტის. ვფიქრობთ, რომ ორ კვირაში დასრულდება ჩვენი მოლაპარაკებები და რაც არ იქნება კონფიდენციალური, ამსთან დაკავშირებით ყველას მოგახსენებთ,"- ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ თუ საქართველოსა და გაზპრომს შორის კონტრაქტში ცვლილებები შევა, მთავრობა მას საზოგადოებას აცნობებს.

"თუ რამე სიახლე იქნება კონტრაქტში,  როგორც ვიცი, არ დაწყებულა ამ საკითხზე საუბარი, ვალდებულება იქნება ეკონომიკის სამინისტროსი, რომ ეს გააცნოს საზოგადოებას,"- ამბობს ბახტაძე.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კი ამბობს, რომ კონტრაქტის გაფორმებისას საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები დაცული იქნება. 

2017 წლიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და „გაზპრომ–ექსპორტს“ შორის ახალი კონტრაქტი შევიდა ძალაში, რამაც რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები შეცვალა. მანამდე საქართველო სატრანზიტო მომსახურებისთვის საფასურს ნატურით – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი გაზის 10%–ის სახით იღებდა. 2017 წლიდან კი პირობები შეიცვალა და ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად, საქართველო მონეტარული ანაზღაურების რეჟიმზე გადავიდა, ანუ ქვეყანა სატრანზიტო მომსახურებისთვის განსაზღვრულ თანხას იღებს. ამ კონტრაქტის კომერციული პირობები გასაიდუმლოებულია.

სწორედ აღნიშნულ კონტაქტს მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. ახალი პირობები მხარეებმა მიმდინარე წელს უნდა შეათანხმონ.

სომხეთი ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს.