მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველმა მოსწავლეებმა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

596b015937645
სალომე ჭიპაშვილი
16.07.17 10:00
1928
საქართველოს ნაკრებმა რიგით 49-ე ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადა ტაილანში ჩატარდა, სადაც 75 ქვეყნის 297 მოსწავლე მონაწილეობდა. ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადას საფუძველი 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში ჩაეყარა. დღეისათვის მასში 85 ქვეყანაა გაწევრიანებული. საქართველო IChO-ს 2012 წელს შეუერთდა დამკვირვებლის სტატუსით. 2014 წელს კი სრულფასოვანი წევრის სტატუსი მოიპოვა და რიგით 48-ე ოლიმპიადას შარშან საქართველომ უმასპინძლა.

წელს მედლის მფლობელები დემირელის კოლეჯის და კომაროვის მოსწავლეები გახდნენ.