10.დეკემბერი.2015 22:10
ბიზნესი

ქართველი სტუდენტების გამოგონებული "ხელთათმანი", ვირტუალურ სამყაროსთან რეალურად დაგაკავშირებთ

ქართველი სტუდენტების გამოგონებული "ხელთათმანი", ვირტუალურ სამყაროსთან რეალურად დაგაკავშირებთ
Interactive Glove - ქართველი სტუდენტების გამოგონებაა, რომლის იდეაც დიმიტრი ცხოვრებაძეს ეკუთვნის. გამოგონება ვირტუალურ სამყაროს რეალურ სამყაროსთან აკავშირებს და მის მომხმარებელს ხელის მოძრაობით ვირტუალური ნივთების შეხების და აღქმის საშუალებას აძლევს. ავტორები გამოგონებაზე, წელიწადნახევარი მუშაობდნენ. ინოვაციური გამოგონების განვითარებაში მათ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დაეხმარა.
 
გადაცემაში "საქმიანი დილა" იდეის ავტორმა, დიმიტრი ცხოვრებაძემ აღნიშნა, რომ მათ მიერ შექმნილი პროტოტიპი საკმაოდ წარმატებულად მუშაობს და ხელთათმანის საშუალებით ვირტუალურ სამყაროსთან არის შესაძლებელი კავშირის დამყარება. ადამიანი, რომელსაც ინტერაქტიული ხელთათმანი ექნება ხელზე, ვირტუალურ სამყაროში რასაც შეეხება, რელაურად შეიგრძნობს. მისი გამოყენება ბევრ ასპექტშია შესაძლებელი, ესენია: სოციალური ქსელები, კინოინდუსტრია, თამაშები, და ა.შ.

დიმიტრი ცხოვრებაძის თქმით, აღნიშნული პროტოტიპის იდეის დემონსტრირებისთვის ინვესტიცია და ინდუსტრიული დიზაინია საჭირო.

"აღნიშნული პროტოტიპის იდეის დემონსტრირებისთვის საჭიროა ინვესტიცია და ინდუსტრიული დიზაინის გაკეთება, რაც გულისხმობს, რომ ეს პროტოტიპი პროდუქტის სახეს მიიღებს. ეს არის სამომხმარებლო პროდუქტი და სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, რომლებიც 20 000 დოლარზე მტი ღირს, ჩვენი გამოგონების ფასი 500 დოლარზე ნაკლებია. სერიოზულ კომპანიებთან კომუნიკაცია მარტივი არ არის. ჩვენ ვცდილობთ, პროდუქტი ისეთ დონემდე მივიყვანოთ, რომ ჩვენი შესაძლებლობები დაინახონ. ასეთი კომპანიები ძირითადად დამწყებებისგან შედეგს ელოდებიან და შედეგიდან გამომდინარე უკვე მიდის შემდეგ ეტაპებზე მსჯელობა. არის დიდი კომპანიები, რომლებიც ჩართულები არიან ვირტუიალური რეალობის ბიზნესში და მათი მხრიდან დაინტერესება საკმაოდ რეალური იქნებოდა. ხელთათმანის გამოყენებით, ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ ხელი ჩამოართვან, ჩაეხუტონ და იგრძნონ ერთმანეთი", - განმარტავს დიმიტრი ცხოვრებაძე.

ახლაგაზრდა გამომგონებლები დუბაის Startup, Turn-ში მოხვდნენ, სადაც დიდი ინტერესი დაიმსახურეს. ინტერაქტიული ხელთათმანი "ფაბლაბში" არის აწყობილი. 



14.დეკემბერი.2018 22:07
1385

საკონსტიტუციომ დაცვის პოლიციას კერძო დაცვის ბაზრის რეგულირების უფლება შეუზღუდა

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 18:40
144

„მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაძვირება საექსპორტო პოტენციალს დაარტყამს“

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 17:20
202

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტების ათეული

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 16:40
147

ანაკლიის პორტის გენერალური კონტრაქტორის ვინაობა 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 15:16
185

დავით მირცხულავა: "ხუდონჰესის" პროექტზე მთავრობას ახალი წინადადებები აქვს

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 13:41
219

რა პასუხი აქვს მთავრობას „ომეგა ჯგუფის“ შეთავაზებაზე - მაჭავარიანის კომენტარი

ვრცლად