მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი ფერმერებისთვის შექმნილ აპლიკაციას 30 ათასი მომხმარებელი ჰყავს

5b0594980fa12
BM.GE
23.05.18 21:00
1740
ქართველი ფერმერებისთვის შექმნილი ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია, "ტრაქტორის" მომხმარებელთა რაოდენობა 30 000-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის მამაკაცი მომხმარებლები ჭარბობენ და მათი რიცხვი პროცენტულად დაახლოებით 60%-ია.

აპლიკაციით ფერმერები მთელი საქართველოდან სარგებლობენ, თუმცა, როგორც ნატალია ოქროშიაშვილი BMG-სთან ამბობს, შედარებით ნაკლები მომხმარებელი მაინც ახალციხიდან და მთიანი რეგიონებიდან არის.

ამ ეტაპისათვის "ტრაქტორის" მომხმარებლებს 11 მომწოდებელი კომპანია ამარაგებს სხვადასხვა სახის პროდუქტებით: სასუქებით, პესტიციდებით, ნერგებით, სათესლე მასალითა და ტექნიკით.

“ტრაქტორის” მომხმარებელთან ურთიერთობის უფროსი ამბობს, რომ ბოლო დროს მოთხოვნა განსაკუთრებით ბიო პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო პროდუქციაზე გააქტიურდა. ნატალია ოქროშიაშვილის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ცნობადობა ბიო წარმოების შესახებ გაიზარდა.

როგორც აღმოჩნდა განსაკუთრებით პოპულარული მომხმარებლებში, “ტრაქტორის” ახალი სერვისი "ფერმერთა დახმარების გვერდია”. ტრაქტორის ცხელ ხაზზე ამჟამად 3 აგრონომი მუშაობს, რომლებიც მომხმარებლების მიერ დასმულ კითხვებს შესაბამის პასუხს სცემენ და სხვადასხვა მიმართულებით რჩევებსა და ინფორმაციას ფაქტობრივად ონლაინ რეჟიმში გასცემენ.

“ფერმერების მხრიდან კითხვები ძირითადად პრაქტიკულ თემატიკაზე შემოდის, როგორ დარგონ, რა პრეპარატით შეწამლონ ამა თუ იმ დაავადებისა და მავნებლის დროს ან რა დროს, რა რაოდენობით და როგორ გამოიყენენონ სასუქები და პესტიციდები. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და ვფიქრობთ აგრონომებს კიდევ დავიმატებთ, იმისთვის რომ საჭირო ინფორმაცია ყველას ოპერატიულად მივაწოდოთ“- განმარტავს ნატალია ოქროშიაშვილი.

როგორც BMG-სთან მომხმარებელთან ურთიერთობის უფროსი განმარტავს, “ტრაქტორის” მომხმარებლები ყველაზე აქტიურები გაზაფხული-ზაფხულის სეზონებზე მარტიდან ივლისის ჩათვლით არიან, როდესაც საველე სამუშაოების სეზონი დგება, განსაკუთრებით აპრილი, მაისის და ივნისის თვეებში. ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ინფორმაციად კი კვლავ ამინდის შესახებ პროგნოზია.

ტრაქტორი პირველი მობილური და ონლაინ აპლიკაციაა ქართველი ფერმერებისთვის, რომლის ოფიციალური გამოყენებაც შესაძლებლი2017 წლის 15 თებერვლიდან გახდა. ტრაქტორი ფერმერებს დახმარებას რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დახმარებას, საჭიროებაზე მორგებულ რჩევებს კონსულტანტებისგან − დაწყებული აგრონომებით და დამთავრებული ვეტ-ექიმებით. მოსავალის ციფრულ კალენდარს: თითოეული კულტურისთვის საჭირო მთავარი პრაქტიკების სწრაფი მიმოხილვა.