04.მაისი.2016 22:15
ბიზნესი, საზოგადოება

ქართველი ემიგრანტის RUSIKO პოლონეთში ფართოვდება - "რეცეპტებს დედაჩემისგან ტელეფონზე კარნახით ვიწერდი"

ქართველი ემიგრანტის RUSIKO პოლონეთში ფართოვდება - "რეცეპტებს დედაჩემისგან ტელეფონზე კარნახით ვიწერდი"
პოლონეთში ქართული რესტორანი RUSIKO 2015 წლის საუკეთესო რესტორნად დასახელდა. რესტორანი ქართველმა ემიგრანტმა დავით თურქესტანაშვილმა ოჯახის წევრებთან ერთად შექმნა. ქართული კერძების რეცეპტების ავტორი თურქესტანაშვილის დედა რუსიკოა, რომლის საპატივცემულოდაც ეწოდა რესტორანს სახელი.
 
"ხშირად მქონდა სტუმრიანობა და დედაჩემის ტელეფონზე კარნახით ვამზადებდი ქართულ კერძებს. აღმოჩნდა, რომ მაქვს გარკვეული ტალანტი და დაინტერესებაც", - ამბობს რესტრნის მფლობელი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.

დავით თურქესტანაშვილი პოლონეთში 17 წლის წინ ჩავიდა, თუმცა მაშინ მიზანს რესტორნის შექმნა არ წარმოადგენდა. ხალიჩების ბიზნესის შემდეგ, სარესტორნო ბიზნესში ის 10 წლის წინ ჩაერთო, მას შემდეგ რაც ქართული კერძების გაკეთება დამოუკიდებლად მოუწია.

"მეგობრებმა მთხოვეს რამოდენიმე ინტერვიუ მიმეცა ადგილობრივ ტელე და რადიო მაუწყებლისთვის. დავიწყე ჟურნალებში კულინარიული ჩანართების წერა".

რესტორანი RUSIKO ერთი წლის წინ გაიხსნა და წარმატებას იმავე წელს მიაღწია. რესტორნის შეფ-მზარეული დღეს დავით თურქესტანიშვილის დედაა, რომელიც ასევე პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად. ადგილზე 5 ქართველი მზარეულიცაა დასაქმებული. რესტორანს პროდუქციით ადგილობრივი მიმწოდებლები ამარაგებენ, სუნელები კი საქართველოდან იგზავნება.

"ალკოჰოლური სასმელი, ლიმონათი, ლუდი და წყალიც ქართული მაქვს. მენიუ გვაქვს შედგენილი მაქსიმალურად ორიგინალური რეცეპტურების მიხედვით. სხვადასხვა რეგიონების წარდგენას ვცდილობთ სამზარეულოს მეშვეობით".

კერძები სეზონურობის მიხედვით იცვლება, თუმცა მენიუში ყოველთვის არის ხაჭაპური, კუბდარი, ლობიანი, ხის სოკო, ხარჩო, ჩანახი და სხვა ქართული კერძები. პოლონელებში განსაკუთრებული პოპულარობით, ხაჭაპური და ხინკალი სარგებლობს.

"ხინკალს რესტორნის სტუმრებს ხელით ვაჭმევთ, რაც ძალიან მოსწონთ. პოლონეთში ბიზნესის დაწყება არ გამჭირვებია. პირადად ვეხმარები სხვადასხვა რესტორნებს მენიუს შედგენაში, დიზაინში და მარკეტინგში. პოლონურ კანონმდებლობაში ძალიან დიდი მოთხოვნებია სანიტარული ნორმების დაცვის, სამზარეულოს სტანდარტებით დაპროექტებისა და დაკომპლექტების კუთხით, რაც პირველი შეხედვით ძალიან რთულია, თუმცა როდესაც ამ პროცედურებს გაივლით, ბიზნესის კეთებაც მარტივდება".

ახლო მომავალში ვარშავაში რესტორნის მეორე ფილიალიც გაიხსნება.

"მაქვს მოლაპარაკება მონაკოში და კანში... აგრეთვე ძალიან მალე ვიწყებთ ახალ პროექტს ე.წ. FOODTRACK RUSIKO-ს. ეს იქნება მანქანა, რომელზეც დამონტაჟებულია მაყალი და ყველა დანადგარი, რაც სჭირდება "მობილურ" სამზარეულოს".

რაც შეეხება რესტორნის ჯილდოს, რომელიც მას გასულ წელს გადაეცა დავით ქურთესტანაშვილი ამბობს, რომ უკვე 12 წელია გამოცემა WYBORCZA გამოკითხვას ატარებს, სადაც მკითხველები და ჟიურის წევრები ვარშავის საუკეთესო რესტორანს ირჩევენ. RUSIKO კი ყველა კატეგორიაში წლის საუკეთესო რესტორნად დასახელდა.

ასევე 2016 წლის იანვარში ჟურნალ INSIDER-ის ყოველწლიურ კონკურსში RUSIKO წლის საუკეთესო ეთნიკურ რესტორნად დასახელდა.



16.თებერვალი.2019 11:20
1808

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
148

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2343

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
120

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
986

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
855

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად