14.იანვარი.2016 17:06
საზოგადოება

ქართველი ემიგრანტებისთვის ონლაინ სკოლა მიმდინარე წელს ამოქმედდება

ქართველი ემიგრანტებისთვის ონლაინ სკოლა მიმდინარე წელს ამოქმედდება
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ონლაინ სკოლის პროექტი უახლოეს თვეებში ამოქმედდება. პროექტზე მუშაობა უკვე 2 წელია მიმდინარეობს და მასში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, განათლების სამინისტროა ჩართული. 2016 წელს პროექტი საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ონლაინ სკოლის საშუალებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები პირდაპირ ეთერში შეძლებენ გაკვეთილების მოსმენას და მასწავლებლებისთვის კითხვის დასმას.
 
"გაკვეთილების ონლაინ რეჟიმში გადაცემა სხვადასხვა ქვეყნის საათობრივი სარტყელის მიხედვით მოხდება. ამ ეტაპზე მეთოდოლოგიაზე მუშაობა მიმდინარეობს და მასში განათლების სამინისტროც ჩართულია. ვფიქრობ, 2 თვეში პროექტის დაწყებას შევძლებთ და ის თავდაპირველად რამდენიმე ქვეყანაში დაიწყება, სამომავლოდ კი მოთხოვნიდან გამომდინარე სხვა ქვეყნებიც დაემატება. პროექტი ნოვაციურია და ის საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის სასწავლო პროცესს შეავსებს", - აცხადებს მინისტრი. მისი თქმით, სასწავლო პროგრამაში ქართული ენისა დალიტერატურის, გეოგრაფიისა, ისტორიის საგნები შევა.

როგორც გელა დუმბაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე პროექტის განსახორციელებლად საჭირო აპარატურის შესაძენად დონორების მოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, თითო აპარატურა 190 000 დოლარამდე ჯდება.

"ჩვენ მცირე ბიუჯეტი გვაქვს, სპეციალური აპარატურაა საჭირო, თითო აპარატი 190 000 დოლარი ჯდება. ეხლა ვმუშაობთ დონორებთან, რომ საპილოტო პროგრამისთვის გვათხოვონ ერთი წლის განმავლობაში აპარატურა", - აცხადებს გელა დუმბაძე.



25.მარტი.2019 17:24
255

მოსწავლეთა თვალით დანახული ქართული ფული - სებ-ის კონკურსის ფინალისტები

ვრცლად
25.მარტი.2019 17:00
123

გადაიხდიან თუ არა ხმის ჩამხშობი აპარატურის ფულს ღამის კლუბები? - მერიის პასუხი

ვრცლად
25.მარტი.2019 14:41
43

ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს

ვრცლად
25.მარტი.2019 14:09
515

ამანათების განბაჟების მინიმალური ზღვარი შესაძლოა 300-დან 500 ლარამდე გაიზარდოს

ვრცლად
25.მარტი.2019 13:30
227

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს წელიწადში სულ 72 საათი მოუწევთ მუშაობა

ვრცლად
25.მარტი.2019 11:40
113

სასამართლოს რეფორმა, არჩევნები და ინსტიტუტების მოდერნიზება - სტოლტენბერგის გზავნილი საქართველოს

ვრცლად