მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველები რუსული Forbes-ის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების სიაში

58fb463832deb
BM.GE
22.04.17 16:10
2733
რუსული Forbes ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რეიტინგს აქვეყნებს. 200 უმდიდრეს ბიზნესმენს შორის ორი ქართველიც მოხვდა.

103-ე ადგილზე ეროვნებით ქართველი ვიაჩესლავ მირილაშვილია, რომელიც 2017 წლის მონაცემებით 950 მილიონ დოლარს ფლობს. ის რუსული სოციალური ქსელის - ВКонтакте - დამფუძნებელია. ბიზნესმენმა 2013 წელს სოციალური ქსელის 40% 700 მილიონ დოლარად United Capital Partners-ს მიყიდა. 950 მილიონი დოლარის ქონებით მირილაშვილი გასულ წელს რეიტინგში 85-ე ადგილს იკავებდა, 2015 წელს კი 96-ეს.



რაც შეეხება მეორე ქართველს, რეიტინგში 120-ე ადგილზეა დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოშიც ფლობს ბიზნესს. ის 900 მილიონი დოლარის მფლობელია. იაკობაშვილი 51%-ს ფლობს Petrocas Energy Group -ში, რომელიც 200-ზე მეტ ბენზინგასამართ სადგურს მოიცავს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, ამასთან, ნავთობტერმინალს ფოთში.



რაც შეეხება რეიტინგის პირველ ხუთეულს, ის ასე გამოიყურება: ლეონიდ მიხელსონი - 18, 400 მილიონი დოლარი, ალექსეი მორდაშოვი - 17,500 მილიონი დოლარი, ვლადიმირ ლისინი - 16, 100 მილიონი დოლარი, გენადი ტიმჩენკო - 16,000 მილიონი დოლარი, ალიშერ უსმანოვი - 15,200 მილიონი დოლარი.