მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა ავიაკომპანიამ უცხოურ ავიაკომპანიაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა

5b4da2cec247e
BM.GE
17.07.18 12:02
982
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 103 149 მგზავრს მოემსახურა. გასული წლის 6 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადი 30.79%-ით, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 94.23%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილებს, 2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, პირველად ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ქართულმა ავიაკომპანიამ უცხოურ ავიაკომპანიაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ავიაკომპანია “Georgian Airways” – 247 485 მგზავრი 12%;
2. ავიაკომპანია “Turkish Airlines” – 246 021 მგზავრი 12%;
3. ავიაკომპანია “Wizz Air” – 223 364 მგზავრი 11%;
4. ავიაკომპანია “Fly Dubai” – 110 757 მგზავრი 5%
5. ავიაკომპანია “Ukraine International Airlines” – 109 529 მგზავრი 5%